მაიონეზისგან დამზადებული ნიღბები ყველა ტიპის კანს უხდება
ავტორი: ანი რევია 11:00

სახის კანი მუდმივად ითხოვს ზრუნვას, მით უმეტეს, ცხელ დღეებში, როდესაც მზის სხივები მასზე ნეგატიურად მოქმედებს. სახის მოვლის უამრავი საშუალება არსებობს, თუმცა, ქიმიური შემადგენლობის მქონე კრემების გამოყენებას სჯობს, საკუთარი ძალისხმევით სახლში ჩაიტაროთ მარტივი პროცედურები. განსაკუთრებული სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა ნიღბები, რომელთა დამზადებაც სახლის პირობებში ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე შეიძლება.
მაიონეზისგან დამზადებული სახის ნიღბები ყველა ტიპის კანს უხდება და საუკეთესო ეფექტს იძლევა. ამიტომ, თავის მოვლის საშუალებად მისი გამოყენება ძალიან ეფექტური, სასარგებლო და რაც მთავარია, ხელმისაწვდომია. თან, სახლის პირობებში ასეთი ნიღბის დამზადება მინიმალურ დროს, მარტივ და იაფ ინგრედიენტებს მოითხოვს.
მაიონეზი კანის დამარბილებელი საშუალებაა. მისი გამოყენება გასაოცარ ეფექტს იძლევა იმ შემთხვევაშიც, თუ მას დამატებით არაფერს შევურევთ. თუმცა, თუ თქვენს კანს, სირბილესა და ტენიანობასთან ერთად, აღდგენაც სჭირდება, ამ პრობლემის მოსაგვარებლად თაფლის ან ლიმონის დამატება მოგიწევთ. უკეთესია, თუ მაიონეზი ზეთისხილს შეიცავს, რადგან მას არანაირი ხელოვნურ დანამატები და ემულგატორები არ აქვს.
შემოთავაზებული სახის ნიღბის რეცეპტები კი ეფექტური და რეკომენდებულია მხოლოდ მათთვის, ვინც არანაირ ალერგიულ ფონს არ უჩივის.
* მაიონეზის ნიღაბი – 2 სადილის კოვზი ზეთისხილის შემცველი მაიონეზი შეათბეთ მიკროტალღურ ღუმელში და ნახევარი საათის განმავლობაში გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე. დაიტანეთ სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით და გადაისვით თქვენი კანისთვის და წლოვანებისთვის განკუთვნილი დამატენიანებელი საცხი. ეს ნიღაბი დაარბილებს და დაატენიანებს თქვენს კანს;
* მაიონეზისა და თაფლის ნიღაბი – ატენიანებს სახის კანს, აშორებს მკვდარ უჯრედებს და აღადგენს მათ. 2 სადილის კოვზ მაიონეზს შეურიეთ ამავე რაოდენობის ნატურალური თაფლი და წაისვით სახის კანზე. გაიჩერეთ, დაახლოებით, 30 წუთის განმავლობაში და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურის შემდეგ წაისვით დამატენიანებელი;
* მაიონეზისა და ლიმონის ნიღაბი – კარგია მათთვის, ვისაც გამონაყარი აწუხებს. 3 სადილის კოვზ მაიონეზს დაუმატეთ ნახევარი სადილის კოვზი ლიმონის წვენი და წაისვით სახეზე ნაზად. დიდხანს ნუ გაიჩერებთ. მაქსიმუმ, 5 წუთში ჩამოიბანეთ და შედეგს თავად დაინახავთ; ამ პროცედურის შემდეგ აუცილებელია, სახეზე გადაისვათ თქვენი კანის ტიპის მიხედვით შერჩეული კრემი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან