მაიონეზისგან დამზადებული ეფექტური სახის ნიღბები ყველა ტიპის კანისთვის
ავტორი: ანი რევია 10:00 04.06

სახის კანი განსაკუთრებულ დაცვას ითხოვს ზაფხულის ცხელ დღეებში, როცა მზის სხივები მასზე ნეგატიურად მოქმედებს. სახის მოვლის უამრავი საშუალება არსებობს, თუმცა, ქიმიური შემადგენლობის მქონე კრემების ხმარებას სჯობს, საკუთარი ძალისხმევით, სახლში ჩაიტაროთ მარტივი პროცედურები. განსაკუთრებული სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა ნიღბები, რომელთა დამზადებაც სახლის პირობებში ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე შეიძლება.
მაიონეზისგან დამზადებული სახის ნიღბები ყველა ტიპის კანს უხდება და საუკეთესო ეფექტს იძლევა, ამიტომ, თავის მოვლის საშუალებად მისი გამოყენება ძალიან ეფექტური, სასარგებლო და რაც მთავარია, ხელმისაწვდომია. თან, სახლის პირობებში მაიონეზის შემცველი ნიღბის დამზადება მინიმალურ დროსა და იაფ ინგრედიენტებს მოითხოვს.
მაიონეზი კანის დამარბილებელი საშუალებაა. მისი გამოყენება გასაოცარ ეფექტს იძლევა იმ შემთხვევაშიც, თუ მას დამატებით არაფერს შევურევთ. თუმცა, თუ თქვენს კანს სირბილესა და ტენიანობასთან ერთად, აღდგენაც სჭირდება, ამ პრობლემის მოსაგვარებლად თაფლის ან ლიმონის დამატება მოგიწევთ. უკეთესია, თუ მაიონეზი ზეთისხილს შეიცავს, რომელსაც არანაირი ხელოვნურ დანამატები და ემულგატორები არ აქვს.
გაითვალისწინეთ, შემოთავაზებული სახის ნიღბის რეცეპტები ეფექტური და რეკომენდებულია მხოლოდ მათთვის, ვინც არანაირ ალერგიულ ფონს არ უჩივის.
* მაიონეზის ნიღაბი – 2 სადილის კოვზი ზეთისხილის შემცველი მაიონეზი შეათბეთ მიკროტალღურ ღუმელში და ნახევარი საათის განმავლობაში გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე. დაიტანეთ სახეზე და გაიჩერეთ, 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს ნიღაბი, დაარბილებს და დაატენიანებს თქვენს კანს;
* მაიონეზისა და თაფლის ნიღაბი – ატენიანებს სახის კანს, აშორებს მკვდარ უჯრედებს და აღადგენს მათ. შეურიეთ 2 სადილის კოვზი ნატურალური თაფლი ამავე რაოდენობის მაიონეზს და წაისვით სახეზე. გაიჩერეთ, დაახლოებით, 30 წუთის განმავლობაში და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ;
* მაიონეზისა და ლიმონის ნიღაბი – კარგია მათთვის, ვისაც გამონაყარი აწუხებს. 3 სადილის კოვზ მაიონეზს დაუმატეთ ნახევარი სადილის კოვზი ლიმონის წვენი და ნაზად დაიტანეთ სახეზე. ნუ გაიჩერებთ დიდხანს. ჩამოიბანეთ, მაქსიმუმ, 5 წუთში და შედეგს თავად დაინახავთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან