რჩევები

ლაქი ჯანმრთელობის, ხოლო ფრჩხილის ფორმა თითების აგებულების მიხედვით უნდა შეარჩიოთ

№28

ავტორი: ანი რევია 11:00 18.07

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

ფრჩხილების სწორად შერჩეულ ფორმას, შეუძლია, ხელები დახვეწილი და მიმზიდველი გახადოს. არსებობს გარკვეული წესები, რომლის გათვალისწინებით ფრჩხილის ლაქს უფრო მეტი ეფექტი მიეცემა.

გთავაზობთ ფრჩხილების რამდენიმე ფორმას, რომელიც თითებს დახვეწილ ვიზუალს ანიჭებს.

კვადრატული ფორმის ფრჩხილები – ეს ფორმა უხდება როგორც წვრილ, ისე მსხვილ თითებს და მასზე წასმული ნებისმიერი ფერის ლაქი ძალიან ეფექტურია. თუ თქვენ მოკლე თითები გაქვთ, მაშინ აუცილებლად კვადრატული ფორმის ფრჩხილები უნდა ატაროთ.

მომრგვალებული კვადრატის ფორმის ფრჩხილები – ეს არის ფრჩხილის უნივერსალური ფორმა, რომელიც ყველანაირი ფორმის თითებს უხდება.

მრგვალი ფრჩხილის ფორმა – ამგვარი ფრჩხილები ყველაზე მეტად გრძელ და წვრილ თითებს ამშვენებს. ისინი, ვისაც აქვს მრგვალი ფრჩხილები, ძირითადად, მოკლე ზომას სჯერდებიან და თავიანთი საქმიანობიდან და საჭიროებიდან გამომდინარე შეიძლება, არც გაიზარდონ.

ოვალური ფორმის ფრჩხილები – ასეთ ფორმას, ძირითადად, ის ქალები იკეთებენ, რომლებსაც გამძლე და მაგარი ფრჩხილები აქვთ. ოვალური ფრჩხილები ხაზს უსვამს თითების სიგრძესა და გამოკვეთილ ფორმებს.

წვეტიანი ფორმის ფრჩხილები – ყველაზე მეტად, მოკლე თითებს უხდება, რადგან ვიზუალურად სიგრძეს მატებს.

აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ფრჩხილის ლაქი ხშირად არ უნდა წავისვათ, რადგან ფრჩხილები სუსტდება და ყვითლდება. ლაქი, საკმაოდ ტოქსიკურია. ზოგი მათგანი, ისეთ კომპონენტებს შეიცავს, რომლებმაც, შესაძლოა, ჩვენი ჯანმრთელობა დააზიანოს, მაგალითად:

ტოლუოლი – გამხსნელი, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს და რეპროდუქციულ ფუნქციას აქვეითებს. თავის ტკივილი, სისუსტე, გულისრევა, ეს ყველაფერი, შესაძლოა, უხარისხო ლაქის ბრალი იყოს.

ფორმალდეჰიდი – უფერო აირია, რომლის წყალობით ლაქი ფრჩხილზე დიდხანს ძლებს. ალერგიულ ადამიანებს ამ ნივთიერების გამო, შესაძლოა, დერმატიტი და ქიმიური დამწვრობა აღენიშნოთ. უფრო მძიმე შემთხვევებში გულის მუშაობის დარღვევები და სიმსივნეც კი ჩამოყალიბდეს.

დიბუტილფტალატი – გამოიყენება, როგორც არომატიზატორი. ამ საშიში კომპონენტის გამო, შესაძლოა, ადამიანს ჩამოუყალიბდეს ენდოკრინული დარღვევები, გინეკოლოგიური, ასევე, სასუნთქი გზების დაავადებები.

თუ გსურთ, აარჩიოთ ფრჩხილის ლაქი, რომელიც ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის, მაშინ, დააკვირდით შეფუთვაზე სპეციალურ აღნიშვნას და კარგად წაიკითხეთ მასში შემავალი ნივთიერებები:

5-Free – ნიშნავს, რომ მასში არ არის ფორმალდეჰიდი, ტოლუოლი, დიბუტილფტალატი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა