კვერცხისა და ხაჭოს დიეტა
ავტორი: ანი რევია 10:00 09.01
საახალწლო, სადღესასწაულო, გვიანი საათების დროს გადატვირთული კვების ფონზე, ადამიანი წონაში სწრაფად იმატებს. კვერცხისა და ხაჭოს სამდღიანი დიეტა კი საკმაოდ ადვილი დასაცავია და რაც მთავარია, საკმაოდ ეფექტური ზედმეტი კილოგრამების მარტივად მოსაშორებლად. კვერცხი მდიდარია ცილით, რომელიც საკმაოდ ანაყრებს. ხაჭო კი, თავისი შემადგენლობის წყალობით, ძვლების გასამაგრებლად აუცილებელი პროდუქტია ყველა ადამიანისთვის.
პირველი დღე
საუზმე: 2 მოხარშული კვერცხი და ერთი ფინჯანი უშაქრო მწვანე ჩაი.
სადილი: 120-130 გრამი მოხარშული თევზი, 1 ჭიქა მინერალური წყალი.
სამხარი: 2 მოხარშული კვერცხი, გრეიპფრუტის ახალგამოწურული წვენი.
ვახშამი: 100 გრამი ხაჭო, უშაქრო მწვანე ჩაი.
მეორე დღე
საუზმე: 2 მოხარშული კვერცხი, ფინჯანი უშაქრო ჩაი.
სადილი: 120-140 გრამი მოხარშული ქათმის ფილე, ერთი მინერალური ჭიქა წყალი.
სამხარი: 2 მოხარშული კვერცხი, 2 ცალი კივი.
ვახშამი: 100 გრამი ხაჭო, 1 ცალი გრეიპფრუტი.
მესამე დღე
საუზმე: 2 მოხარშული კვერცხი, ერთი ჭიქა მინერალური წყალი.
სადილი: 120-130 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი, ფინჯანი უშაქრო მწვანე ჩაი.
სამხარი: 2 მოხარშული კვერცხი, 1 ცალი ფორთოხალი ან ახალგამოწურული გრეიპფრუტის წვენი.
ვახშამი: 100 გრამი ხაჭო, ფინჯანი უშაქრო მწვანე ჩაი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





