ყვავილოვანი კომბოსტოს დიეტა
ავტორი: ანი რევია 11:01 29.09

ყვავილოვანი კომბოსტოს წვნიანის დიეტა ადვილად დასაცავია, არც ბევრი ინგრედიენტი დაგჭირდებათ და თან, საკმაოდ დაბალკალორიულია. დიეტის დაცვის დროს აუცილებელია დღეში 2 ლიტრი სითხე სვათ. დალიეთ წყალი, შეგიძლიათ, პიტნის ან მწვანე ჩაი. კატეგორიულად აკრძალულია გაზიანი და ტკბილი სასმელი.
წვნიანისთვის დაგჭირდებათ: 2 ცალი მწვანე ბულგარული, 3 თავი პატარა ხახვი, 1 თავი ყვავილოვანი კომბოსტო, 2 ძირი ნიახური, 2 ცალი პომიდორი. ბოსტნეული დაჭერით, დაასხით ცივი წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე. რომ მომზადდება, ჩაუმატეთ ცოტა მარილი. წვნიანი გადაანაწილეთ 4 ულუფად და მიირთვით დღის განმავლობაში.
ყვავილოვანი კომბოსტოს წვნიანის 1 თეფში, ანუ ულუფა, შეიცავს, დაახლოებით, 100-120 კილოკალორიას. წვნიანი შეგიძლიათ, მიირთვათ 3 დღე და ზედმეტი კილოგრამები უპრობლემოდ და მარტივად დაიკლოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან