რჩევები

ყურძნის დიეტა

№36

ავტორი: ანი რევია 11:00

დიეტა
დაკოპირებულია

ყურძენი მდიდარია გლუკოზით, რომელიც აუმჯობესებს სისხლის ფორმულას. ყურძნის დიეტა კარგია გულის უკმარისობის, სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებებისა და ორგანიზმში სისხლის ნაკლებობის დროს.

ყურძენი შეიცავს ორგანულ მჟავებს, რკინას, ალუმინს, A, B და C ვიტამინებს, ფერმენტებსა და ფიტონციდებს. ასევე, მდიდარია ბიოტინებით, რომლებიც ძალიან სასარგებლოა კანის, თმისა და ფრჩხილებისთვის. აწესრიგებს ძილს, იმუნურ სისტემას ამყარებს და აჯანსაღებს ორგანიზმს. ყოველივე ამისთვის კი უნდა მიიღოთ 300 გრამი ყურძენი დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე.

ყურძნის დიეტით კი ოთხი დღის განმავლობაში შეგიძლიათ, დაიკლოთ 2 კილოგრამზე მეტი და ამასთან, აივსოთ ენერგიით და ორგანიზმი შლაკებისგან გაწმინდოთ. პირველ დღეს უნდა მიირთვათ ნახევარი კილოგრამი ყურძენი, მეორე დღეს – 1.5 კილოგრამი, მესამე და მეოთხე დღეს კი – 2 კილოგრამი. ყურძენი გაყავით 5-6 თანაბარ ნაწილად და გადაანაწილეთ დღის განმავლობაში. დიეტისთვის შეარჩიეთ წიპწიანი ყურძენი. ის შეიცავს პოლიფენოლს, რომელიც კანის დაბერების პროცესს უშლის ხელს.

დიეტის დროს აუცილებლად სვით დღეში 2 ლიტრამდე წყალი, მოერიდეთ ალკოჰოლს და ხშირად იარეთ სუფთა ჰაერზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №34

25–31 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა