რჩევები
კუჭ-ნაწლავის გამწმენდი დიეტა
№43
ავტორი: ანი რევია 11:00 30.10, 2023 წელი

გადატვირთული კვების შემდეგ აუცილებელია კუჭ-ნაწლავის გაწმენდა. ამაში კი მარტივი დიეტა დაგეხმარებათ.
ზოგადად, ასეთი დიეტის დაცვა კარგია კვირაში ერთხელ, რათა ორგანიზმიდან გამოდევნოთ მავნე ნივთიერებები და კუჭ-ნაწლავი შლაკებისგან გაწმინდოთ. ასე რომ, მოამზადეთ ბოსტნეულის სალათა. გაითავისუფლეთ ნაწლავები და მთლიანად გაიწმინდეთ ორგანიზმი ზედმეტი წიდებისგან, რომელიც წონაში კლებასაც უშლის ხელს:
- 1 ცალი საშუალო ზომის ჭარხალი, 1 ცალი სტაფილო, 1 ცალი ვაშლი, 100 გრამი კომბოსტო დაჭერით წვრილად ან გახეხეთ მსხვილ სახეხზე. მოასხით ნახევარი ლიმონის წვენი და მიირთვით მთელი დღის განმავლობაში. შეგიძლიათ, მიიღოთ სითხეები, ოღონდ შაქრის გარეშე. თუ შიმშილს ვერ ძლევთ, შეგიძლიათ, დღის განმავლობაში ქლიავის ჩირი მიირთვათ;
- განტვირთვის დღის მოსაწყობად დააბლენდერეთ ნებისმიერი ბოსტნეული, დაასხით ანადუღარი წყალი და მიირთვით მთელი დღის განმავლობაში. ასე კეთდება სმუზები დეტოქსიკაციისთვის და უმჯობესია, კვირაში ერთდღიანი განტვირთვა ამითიც გააკეთოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან