კივის დიეტა
ავტორი: ანი რევია 13:00 19.12
ვიტამინით, ასევე, ფლავონოიდებითა და ანტიოქსიდანტებით. ამასთან, კივი დაბალკალორიულია და საშუალებას გვაძლევს, ვაკონტოლოთ მადა. მიირთვით 1 კივი უზმოზე, თუ არ გაწუხებთ კუჭის წყლული ან გასტრიტი და დააკვირიდთ, როგორ მოქმედებს ის თქვენს წონაზე. ეს ხილი ასუფთავებს ნაწლავებს, ხოლო მასში შემავალი ვიტამინების საბადო საშუალებას გვაძლევს, სწრაფად დავნაყრდეთ.
კვირაში ერთხელ კი მოიწყვეთ განტვირთვის დღე კივით. ამ დროს რეკომენდებულია, მთელი დღის განმავლობაში მიირთვათ 6 ცალი კივი და დალიოთ 1,5 ლიტრი უცხიმო კეფირი ან იოგურტი. განტვირთვის დღეს შეგიძლიათ, მიირთვათ კოქტეილიც: დააბლენდერეთ 2 ცალი კივი, 1 ცალი ფორთოხალი და 1 ჭიქა კეფირი. დალიეთ, გაიწმინდეთ ორგანიზმი და თან წონაშიც დაიკელით.
კივი შეიცავს კარნიტინს, რომელიც ცხიმის დამწველი შესანიშნავი საშუალებაა. მდიდარია უჯრედისით და C
ასევე, შეგიძლიათ, დაიცვათ ერთკვირიანი კივის დიეტაც:
საუზმე – სალათის ფურცლებს დაამატეთ 1 დაჭრილი ბულგარული წიწაკა, 1 ცალი კივი, 2 ღერი მწვანე ხახვი, მოასხით1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი და მიირთვით.
სადილი – 3 სადილის კოვზ შვრიის ფანტელს დაასხით ერთი ჭიქა იოგურტი, დაუმატეთ ერთი მუჭა ქიშმიში და დაჭრილი 2 ცალი კივი.
სამხარი – 1ცალი მწვანე ვაშლი, 1 ცალი კივი და 1 ცალი ბანანი დააბლენდერეთ და დალიეთ.
ვახშამი – მოხარშეთ 50 გრამი ყავისფერი ბრინჯი, დაუმატეთ 2 ცალი დაჭრილი კივი, 1 ცალ ვაშლი, სალათის ფოთლები და 1 ჭიქა კეფირი.
მოამზადა ანი რევიამ
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




