რჩევები

კიტრის დიეტა

№20

ავტორი: ანი რევია 10:00 26.05

დიეტა
დაკოპირებულია

კიტრი, ყველაზე ეფექტური ბოსტნეულია გასახდომად. შედეგი მის შემადგენლობაში არსებული 95 პროცენტი სითხის მეშვეობით და დაბალკალორიულობის წყალობით მიიღწევა. ის შეიცავს ორგანულ მჟავასა და ვიტამინებს. კიტრის დიეტა ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი შლაკებისა და ტოქსინების გამოდევნას, უზრუნველყოფს იოდის დღიურ ნორმას, ამცირებს თირკმელებში კენჭის გაჩენის რისკს და აჩქარებს მეტაბოლიზმს. გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს. თქვენ კი, ამოარჩიეთ ამ ვარიანტებიდან ერთ-ერთი და მოიწყვეთ განტვირთვის დღე კვირაში ერთხელ. განტვირთვის დღეები არა მარტო გახდომას უწყობს ხელს, არამედ ორგანიზმის გაჯანსაღებასაც.

* ეს ვარიანტი განტვირთვის დღისთვის არა მარტო კიტრს, არამედ ვაშლსაც მოიცავს – დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ გათლილი 1 კილოგრამი ვაშლი და 1 კილოგრამი კიტრი. ამ პროდუქტებით მოამზადეთ სალათა და შეკმაზეთ ნატურალური იოგურტით. გაყავით 5-6 ულუფად და დღის განმავლობაში მიირთვით.

* ყველაზე პოპულარულად მიიჩნევა კეფირისა და კიტრის განტვირთვის დღე – 1 ლიტრი კეფირი და 1 კილოგრამი კიტრი 5 ულუფად დაყავით. კიტრის მიღებამდე კეფირი უნდა მიირთვათ. დღის განმავლობაში დალიეთ 1,5 ლიტრი წყალი.

* 1,5 კილოგრამ კიტრს დაუმატეთ ნახევარი კილოგრამი ხაჭო – ეს თქვენი დღიური ნორმაა, რომელიც 5 ულუფად უნდა დაყოთ. ხაჭოს შეგიძლიათ, ოხრახუში და ნიახური დაუმატოთ. ამასთანავე, არ დაგავიწყდეთ 1,5 ლიტრი წყლის დალევა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა