კიტრის დიეტა
ავტორი: ანი რევია 11:00 11.03, 2024 წელი

კიტრი საკმაოდ დაბალკალორიული ბოსტნეულია. ეს პროდუქტი ხელს უწყობს ორგანიზმიდან შლაკების გამოდევნას.
კიტრის დიეტაზე ყოფნის დროს, წონის დაკლებასთან ერთად, ხდება ნივთიერებათა ცვლის ნორმაში ჩადგომა. ეს დიეტა საკმაოდ მარტივი დასაცავია, რადგან შიმშილის გრძნობა, პრაქტიკულად, არ შეგაწუხებთ.
10 საათზე – 2 ცალი კიტრის სალათა, შეგიძლიათ, მცირე რაოდენობით მარილი და სხვადასხვა მწვანილი დაუმატოთ; 1 ნაჭერი შავი პური და მწვანე ჩაი.
2 საათზე – 2 ცალი კიტრის სალათა, შეგიძლიათ, დაუმატოთ მცირე რაოდენობით მარილი და სხვადასხვა მწვანილი; 1 ნაჭერი შავი პური.
5 საათზე – 1 ცალი მწვანე ვაშლის, 1 ცალი ბანანისა და 1 ცალი ფორთოხლის ხილის ასორტი.
8 საათზე – 2 ცალი კიტრისა და 1 ცალი პომიდვრის სალათია, ცოტა მარილითა და სხვადასხვა მწვანილით; ძილის წინ ნახევარი საათით ადრე მიირთვით 1 ჭიქა მაწონი.
და, არ დაგავიწყდეთ, დიეტის დროს დღეში, მინიმუმ, 1,5 ლიტრი წყლის დალევა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან