კითხვა-პასუხი
ავტორი: ანი რევია 11:00 29.09, 2023 წელი

კითხვა: როგორც კი ცივი სეზონი დგება, თმა ძალიან მიშრება და მიუხეშდება. დაზიანებული და მშრალი თმისთვის მირჩიეს მაიონეზის ნიღაბი. როგორ დავამზადო და გამოვიყენო ის და თუ მიშველის, ტყუილად რომ არ ვიტარო ექსპერიმენტები?
პასუხი: კვერცხის გული მდიდარია ცილებითა და ცხიმებით. შესაბამისად, უზრუნველყოფს ტენიანობას, ებრძვის ბაქტერიებსა და ზედმეტ ცხიმებს. ამიტომაც, კვერცხი გამომშრალი და დაზიანებული თმის მოვლის საუკეთესო ნატურალურ საშუალებად მიჩნევა. მაიონეზიც კვერცხისა და ცხიმისგან მზადდება, რაც შეამცირებს დაზიანებასა და სიმშრალეს. მაიონეზს შეურიეთ ზეითუნის ზეთი და ერთი სადილის კოვზი ლიმონის წვენი. აურიეთ კარგად და მიღებული მასა დაბანილ, სველ თმაზე წაისვით. შეიხვიეთ თმა საშხაპე ქუდით, გაიჩერეთ ნიღაბი, დაახლოებით, საათ-ნახევრის განმავლობაში და ჩამოიბანეთ. შედეგით კმაყოფილი დარჩებით.
კითხვა: თუ კოსმეტიკურ საშუალებაზე აწერია, რომ ის ჰიპოალერგიულია, შეიძლება, ის ყველანაირი ტიპის კანზე მოვიხმაროთ?
პასუხი: რეალურად ასეა, მაგრამ ყველა კანს თავისი შესაბამისი პროდუქტი სჭირდება. სხვადასხვა ტიპის კანი სხვადასხვა ინგრედიენტზე ავლენს ალერგიულობას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან