რჩევები
კითხვა-პასუხი
№12
ავტორი: ანი რევია 11:00 31.03, 2023 წელი

კითხვა: ცხიმიანი თმის ნიღაბი კვირაში რამდენჯერ უნდა გამოვიყენო?
პასუხი: ნიღაბი ცხიმიანი თმისთვის, კვირაში ერთხელ გაიკეთეთ.
კითხვა: ქუსლებზე კანი ძალიან გამიუხეშდა. არადა არასდროს მქონია მსგავსი პრობლემა. რას მირჩევთ?
პასუხი: ღამით, დაწოლამდე, დაიბანეთ ფეხები, კარგად გაიმშრალეთ, წაისვით გამომშრალ, გაუხეშებულ ქუსლებზე ზეითუნის ზეთი და ამოიცვით ბამბის წინდები. ეს პროცედურა გააკეთეთ ყოველ საღამოს და კვირის ბოლოს შენიშნავთ, რომ კანი აშკარად გაგიუმჯობესდათ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან