კეფირის, ხაჭოსა და დარიჩინის ეფექტური დიეტა
ავტორი: ანი რევია 11:00 03.02

კეფირის, ხაჭოსა და დარიჩინის დიეტა, საკმაოდ ეფექტურია და ორგანიზმს არ ვნებს. პირიქით, იმუნურ სისტემას აჯანსაღებს და ორგანიზმში დაგროვილი შლაკები გამოაქვს. შეგიძლიათ, ეს დიეტა კვირაში 2-3 დღე დაიცვათ.
საუზმე: ერთ ჭიქა დაბალპროცენტიან კეფირს დაუმატეთ 1 კოვზი დარიჩინი, შავი პურის ორი ორცხობილა და ხაჭოში არეული დაჭრილი ოხრახუში.
სადილი: ერთი ულუფა ბოსტნეულის თბილი ბულიონი, კარტოფილის გარეშე ან 200 გრამი ბოსტნეულისა და მწვანილის სალათა, ერთი ჭიქა კეფირი.
სამხარი: 100 გრამი გახეხილი მწვანე ვაშლი და 200 გრამი კეფირი.
ვახშამი: ერთი ჭიქა კეფირი 1 ჩაის კოვზი დარიჩინით, 150 გრამი უცხიმო ხაჭო, რომელშიც არეული იქნება ერთი ჩაის კოვზი თაფლი.
ძილის წინ რეკომენდებულია, მიირთვათ პატარა ნაჭერი ლიმონი, 5 წუთში კი, მცირე ყლუპებად დალიოთ ერთი ჭიქა კეფირი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან