რჩევები

კითხვა-პასუხი

№50

ავტორი: ანი რევია 11:00 23.12, 2022 წელი

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: ძირითადად, მუქ წითელ ტუჩსაცხს ვიყენებ. აცივების პერიოდში ტუჩის კანი მისკდება და მასზე წითელი ფერის ტუჩსაცხი საშინლად ჩანს. არის ამ პრობლემის მოგვარების რაიმე საშუალება, რომ ცივ სეზონზე ჩემი საყვარელი ფერის ტუჩსაცხი თამამად წავისვა და მასზე იძულებით არ ვთქვა უარი?

პასუხი: ცივ სეზონზე აუცილებელია ტუჩის შესაბამისად დატენიანება. ტუჩებზე არ უნდა გქონდეთ ბზარები, სიმშრალე ან სისხლიანი წინწკლები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა მუქი ფერის ტუჩსაცხს იყენებთ და მით უმეტეს, ზამთარში. გირჩევთ, შეარჩიოთ რბილი და თხელი.

კითხვა: დაქალების რჩევით, საკმაოდ გრძელი თმა მოკლედ შევიჭერი. არადა, მთელი ცხოვრება გრძელ თმას ვატარებდი და მოკლე სტილი საშინლად ვერ მოვიხდინე. ერთი სული მაქვს, როდის გაიზრდება და ხომ ვერ მირჩევთ ისეთ საშუალებებს, რომელიც თმის ზრდაში დამეხმარება?

პასუხი: არსებობს თმის ზრდის დამაჩქარებელი ნიღაბი, რომელიც საკმაოდ ეფექტური და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უსაფრთხოა. ნიღაბი კვირაში ორჯერ უნდა გამოიყენოთ: თასში დასრისეთ 1 ცალი ბანანი, დაამატეთ 1 კვერცხი, 1 სადილის კოვზი თაფლი და ნახევარი ჭიქა ლუდი. კარგად გადაურიეთ და მიღებული მასა თმაზე დაიდეთ. დაიმასაჟეთ თავის კანი 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ დაიხურეთ აბაზანის ქუდი და ერთი საათი გაიჩერეთ. როცა ეს დრო გავა, დაიბანეთ ჩვეულებრივი წესით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა