რჩევები

კითხვა-პასუხი

№38

ავტორი: ანი რევია 11:00 30.09, 2022 წელი

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: ბევრი ჩემი მეგობარი იყენებს სახლში დამზადებულ კრემებს. თუმცა, მე ვერიდები და მირჩევნია, კონკრეტული ბრენდის ნაწარმი შევიძინო, რაც ბოლო პერიოდში საკმაოდ ძვირი მიჯდება. მაინტერესებს, რამდენად უსაფრთხოა და ეფექტური სახლში დამზადებული საცხები?

პასუხი: სახლის პირობებში დამზადებული კრემები არ შეიცავს კონსერვანტებს. ამიტომ, პერიოდულად მათი გამოყენება კარგია, რომ სახე დაასვენოთ და ბუნებრივად გამოკვებოთ. ზამთარში, განსაკუთრებით მშრალი კანისათვის, კარგია კოსმეტიკური ზეთებით გაჯერებული, სუფთა თაფლის სანთელსა და ნატურალურ დინდგელზე მომზადებული მკვებავი კრემები. რაც შეეხება დამატენიანებელ კრემებს, ზაფხულში ჯობს, ქარხნული გამოიყენოთ, რადგანაც ისინი უკეთ შეიწოვება და სიცხეში ცხიმის კვალსაც არ ტოვებს.

კითხვა: მითხრეს, რომ ცხიმიანი კანისთვის კარგია ყურძნის წიპწის ზეთის წასმა და ეს სიმართლეა?

პასუხი: ყურძნის წიპწის ზეთი იდეალურია ნორმალური, ცხიმიანი ან აკნესადმი მიდრეკილი კანისთვის.

კითხვა: შემიძლია თუ არა, სახლის პირობებში მოვამზადო თვალის მაკიაჟის მოსაცილებელი სითხე? და იქნებ რეცეპტიც მასწავლოთ.

პასუხი: მინის ჭურჭელში ჩაასხით სუფთა წყალი და დაუმატეთ ზეითუნის ზეთი (პროპორციები – 3:1). ეს საუკეთესო საშუალებაა, რომელიც თვალების მიდამოებიდან მაკიაჟს ძალიან ეფექტურად აშორებს და არ იწვევს თვალების გაღიზიანებას. გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.

კითხვა: მაქვს ძალიან წვრილი თმის ღერი. ვერანაირ ვარცხნილობას ვერ ვიხდენ და ამის გამო დავკომპლექსდი. რამდენად შესაძლებელია სახლის პირობებში თმის მოცულობის გაზრდა?

პასუხი: ნახევარ ჩაის ჭიქა მუქი ფერის ლუდს დაამატეთ ერთი მწიფე ბანანი, ერთი კვერცხი და მცირეოდენი თაფლი, კარგად აურიეთ. მიღებული ერთგვაროვანი მასა წაისვით თავის კანზე და თმის მთელ სიგრძეზე, გაიჩერეთ ერთი საათით და შემდეგ თბილი წყლით დაიბანეთ. დამატებითი მოცულობა და ბზინვარება გარანტირებულია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა