რჩევები

კითხვა-პასუხი

№1

ავტორი: ანი რევია 11:00 14.01, 2021 წელი

ექიმის რჩევები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: ქუსლის კანი საკმაოდ გამიუხეშდა და თხელი წინდის ჩაცმა და მისი გახევა ერთია. როგორ დავირბილო გაუხეშებული კანი სწრაფად, რომ გარკვეული პროცედურების ჩატარება დიდი ხანი არ დამჭირდეს?


პასუხი: იმისთვის, რომ ამ პრობლემას სწრაფად გაუმკლავდეთ, 2 ჭიქა თბილი წყალი, ნახევარი ჭიქა სოდა და 1 ჭიქა ძმარი დაგჭირდებათ. ჩაასხით ყველა ინგრედიენტი ერთად და ჩააწყვეთ ფეხები 15-20 წუთით. ეს, თქვენს ქუსლებს დაარბილებს და სასურველ შედეგამდე, მალე მიგიყვანთ.
კითხვა: ძალიან მიყვარს სუნამოს თმაზე დასხმა. მინდა, რომ ქუჩაში მიმავალი სასიამოვნო სურნელს ვტოვებდე. აფუჭებს თუ არა პარფიუმი თმის ხარისხს?
პასუხი: თუ გსურთ, რომ თქვენს თმას პარფიუმის სურნელი ასდიოდეს, დაასხით სავარცხელს ის და დაივარცხნეთ. ამ გზით თქვენი თმა პარფიუმის სურნელს მთელი დღე შეინარჩუნებს და თან, დაცული იქნება სუნამოს პირდაპირი დასხმით გამოწვეული ქიმიური მავნე ზემოქმედებისგან.
კითხვა: ბოლო დროს თმა ცოტა გამიუხეშდა. მირჩიეთ, როგორ დავარბილო და გავხადო ის მბზინავი?
პასუხი: ამისთვის თმაზე მწვანე ჩაის ნაყენის გადავლება დაგეხმარებათ. დაგჭირდებათ: 1 სუფრის კოვზი მწვანე ჩაი, 1 სუფრის კოვზი გამხმარი გვირილა და 500 მილილიტრი წყალი. ჩაის და გვირილას დაასხით მდუღარე წყალი და ნახევარი საათით დადგით. ნაყენი საწურში გაატარეთ, თავის დაბანის შემდეგ თმაზე გადაივლეთ და ძირებში კარგად შეიზილეთ. გაიმეორეთ პროცედურა ყოველ დაბანაზე და ერთ თვეში შედეგს თვალნათლივ დაინახავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი