კითხვა-პასუხი
ავტორი: „თბილისელები“ 11:00
კითხვა: როდის უნდა გამოვიყენო პუდრა, ტონალურის მერე თუ კორექტორის წასმის შემდეგ? და, როგორ კანს როგორი ტონალური კრემი უხდება?
პასუხი: პუდრა გამოიყენება ტონალურისა და კორექტორის შემდეგ. არსებობს ნახევრად გამჭვირვალე და პიგმენტური პუდრი, რომელიც შეგიძლიათ, ტონალურის გარეშეც გამოიყენოთ. პუდრა ძალიან კარგი საშუალებაა ცხიმიანი კანით გამოწვეული ბზინვარების დასაფარად. მშრალი კანისთვის კი ის არც თუ კარგი არჩევანია. თუმცა, არსებობს გამონაკლისი, კერძოდ, მინერალური პუდრი, რომელიც ატენიანებს მშრალ კანს. ცხიმიანი კანის მქონე გოგონებმა კი მსგავსი ტიპის პუდრას ხმარებისგან თავი უნდა შეიკავონ. მათთვის სასურველია ტონალური პუდრა, რადგან მისი გამოყენებისას სახის ზედაპირი გლუვი რჩება და აკონტროლებს ბზინვარებას. დაპრესილი პუდრი გამოიყენება თხევადი ტონალურის შემდეგ. კარგია მისთვის, ვისაც ცხიმიანი ან კომბინირებული კანი აქვს. ნახევრად გამჭვირვალე პუდრი კი, ყველა ტიპის კანისთვისაა. არ აქვს ფერი, თუმცა მისი გამოყენება უნაკლო, გლუვი ზედაპირის შესაქმნელად ძალიან კარგია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




