კითხვა-პასუხი
ავტორი: ანი რევია 12:00
კითხვა: რამდენად სწორია მოსაზრება, რომ მარილიანი წყლით პირის დაბანა კანს აჯანსაღებს და ერთ ფერს ანიჭებს?
პასუხი: მხოლოდ მარილიანი წყლით პირის ჩამობანა ვერ გიშველით. თუ გინდათ, შედეგს მიაღწიოთ, 1 ჩაის კოვზი მარილი ჩაყარეთ 1 ჩაის ჭიქა წყალში. კარგად გახსენით და შემდეგ, მასში დაასველეთ პატარა პირსახოცი. ხელის მსუბუქი მოძრაობით გაიწმინდეთ ან, უბრალოდ, დაიფინეთ და გაიჩერეთ სახეზე 10 წუთის განმავლობაში. მისი საშუალებით სახის კანი განახლდება და ჯანსაღი იერი მიეცემა. ეს პროცედურა უნდა ჩაიტაროთ კვირაში 3-4 ჯერ.
კითხვა: რამდენად შეესაბამება სიმართლეს, რომ ნუშის ზეთი ტუჩის მოცულობას ზრდის?
პასუხი: დიახ, შეესაბამება სიმართლეს. თუ გსურთ ტუჩის მოცულობა ოდნავ გაზარდოთ, ნუშის ზეთი ტუჩებზე კბილის ჯაგრისით, ნელი, წრიული მოძრაობით წაისვით. შემდეგ, ზეთი ქაღალდის ხელსახოცით მოიშორეთ და გადაისვით ვაზელინი. შედეგად, თქვენი ტუჩები უფრო სქელი გამოჩნდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



