კითხვა-პასუხი
ავტორი: ანი რევია 11:00
კითხვა: გაპარსვის შემდეგ, ხშირად მაწუხებს თმის ჩაბრუნება და როგორ გავუმკლავდე ამ პრობლემას?
პასუხი: ჩაბრუნებული თმის წინააღმდეგ ბრძოლაში საჭმელი სოდა და შვრია დაგეხმარებათ. თითო სადილის კოვზი საჭმელი სოდა, შვრია და წყალი შეურიეთ ერთმანეთს და მიღებული მასა პრობლემურ ზონაზე წაისვით, აცადეთ გაშრობა და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
კითხვა: წელიწადის ყველა სეზონზე ვიყენებ თხევად რუჯს. პუდრაც ვცადე, მაგრამ შედეგი არ მომეწონა. არადა, ყველა აქებს. იქნებ მე ვერ ვიყენებ სწორად. გთხოვთ მირჩიოთ, როგორ გამოვიყენო? თუ ისევ თხევადი ვიხმარო და ექსპერიმენტებს მოვეშვა?
პასუხი: თხევად რუჯთან შედარებით პუდრა ნაკლებ ხანს ძლებს და როდესაც კანს კარგად გაუჯდება, შესაძლოა, ოდნავ ფერიც კი შეიცვალოს. სამწუხაროდ, მას ნაკლებად ბუნებრივი ეფექტი აქვს და კანზე ოდნავ რთულადაც ნაწილდება. თხევადი რუჯი კი სხვადასხვა ფორმით გვხვდება და კარგია როგორც მშრალი, ასევე ცხიმიანი კანისთვის. ასეთი რუჟი უფრო დიდხანს ძლებს და ფერსაც შედარებით ხანგრძლივად ინარჩუნებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



