კითხვა-პასუხი
ავტორი: ანი რევია 11:00
კითხვა: მაინტერესებს, რამდენად ჭიმავს და აცოცხლებს სახის კანს მაიონეზის წასმა? და თუ კარგია, რა უნდა დავამატოთ?
პასუხი: მაიონეზის ნიღაბი, ერთგვარი მკვებავი და მატონიზებელია მშრალი და ნორმალური ტიპის სახის კანისთვის. ამისთვის 1 ჩაის კოვზ მაიონეზს შეურიეთ იმავე ოდენობით მკვებავი კრემი და დაამატეთ ნახევარი ჩაის კოვზი მაგარი ჩაი. ეს ნიღაბი დაიდეთ სახესა და ყელზე, გაიჩერეთ 15-20 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ თანაბარი რაოდენობით განზავებული თბილი რძისა და წყლის ნარევით. ნიღბის პირველი ფენა წაისვით კანზე წრიული მოძრაობით, 2-3 წუთის შემდეგ დაიდეთ მეორე ფენა, განსაკუთრებით ნაოჭების ადგილებზე. 10-15 წუთის შემდეგ, მოიშორეთ რძისა და წყლის ნარევით.
კითხვა: როგორ მოვამზადო სახის სკრაბი სოდისგან?
პასუხი: სახის სკრაბის დასამზადებლად, სოდა გახსენით წყალში პროპორციით 3:1 და წაისვით სახეზე წრიული მოძრაობით. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და შედეგი თავად გაგაოცებთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




