კითხვა-პასუხი
ავტორი: ანი რევია 20:29 15.02
კითხვა: არ მინდა, ტყუილად დავხარჯო ფული და ღირს თუ არა კრემის ყიდვა, რომელზეც არის წარწერა „BB“ და ტონალურის ნაცვლად სახეზე დეფექტის დასამალად გამოვიყენო?
პასუხი: BB კრემი ნიღბავს და ფარავს კანის ნაკლოვანებებს, იარებსა და ქირურგიული ჩარევის სხვა კვალს. გააჩნია დამატენიანებელი, აღმდგენი, დამცავი და ანთების საწინააღმდეგო ფუნქცია. BB კრემის ძირითადი უპირატესობა ისაა, რომ ტონალური კრემისგან არაფრით გამოირჩევა – ადვილად ესმება და შეგრძნებაც მსგავსია, კანს კი გაცილებით უკეთ ნიღბავს. შესაბამისად, მაკიაჟიც ბუნებრივი გამოდის.
კითხვა: როგორ ვუშველო დილით თვალის ქვეშ დასიებულ კანს?
პასუხი: თვალების ქვეშ კანის დასიების მიზეზი შეიძლება, იყოს წყალმარილოვანი ცვლის დარღვევა, გულისა და თირკმელების დაავადებები ან ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. შეზღუდეთ მარილის მიღება და კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ. ამ ღონისძიებების პარალელურად კი, კარგია სალბის, გვირილის ან კამის ნაყენის კომპრესი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





