კითხვა-პასუხი
ავტორი: ანი რევია 11:00
კითხვა: საღამოს რომ ვიბან, თმას საგულდაგულოდ ვიწესრიგებ, დილით კი საშინელ მდომარეობაში მაქვს, აბურდულ-დაბურდული. რა გავაკეთო, დილით თმა რომ აბურძგლული არ მქონდეს და მისი მოწესრიგების გამო ყოველდღე არ დავაგვიანო სამსახურში?
პასუხი: რასაკვირველია, არსებობს ხრიკები, რომელთა საშუალებითაც, დილით, თმის მოწესრიგებისთვის განკუთვნილ დროს დაგაზოგინებთ. მაგალითად, თუ თმის გასაშრობად ფენს იყენებთ, გამოიყენეთ ჰაერის გრილი ნაკადი. ეს დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ აბურდული თმა. არასდროს გაიშროთ ის ბოლომდე. დატოვეთ ოდნავ ნოტიო და თქვენი თმის ღერებიც არ გამოშრება. ყოველთვის დაივარცხნეთ თმა დასაძინებლად დაწოლამდე. თუ გრძელი თმა გაქვთ, აუცილებლად დაიწანით დაძინებამდე. ეს, კარგი მეთოდია აბურდულ თმასთან საბრძოლველად. მხოლოდ ასე თუ შეინარჩუნებთ თმას სტატიკურ მდგომარეობაში, თანაც, ბუნებრივად დაიტალღება. ოღონდ, არ ჩაიწნათ თმა სველ მდგომარეობაში, ის უნდა იყოს მშრალი და ნაწნავიც მეტისმეტად მჭიდრო არ უნდა იყოს. თმის ბოლოებში შეიზილეთ ცოტა ქოქოსის ზეთი. ეს თმას ბზინვარებას მიანიჭებს. გამოიყენეთ აბრეშუმის ბალიშის პირები. დაწოლამდე ალოე ვერასა და მინერალური წყლის მიქსი შესანიშნავი ბალზამია თმისთვის, ის ატენიანებს თმის ბოლოებს. კარგია, თუ გამოიყენებთ საბავშვო პროდუქტებს, უფრო ნატურალური და ნაზია. სცადეთ, საბავშვო შამპუნი ან ზეთი და დილით ნაზი და ბრწყინვალე თმით გაიღვიძებთ.
კითხვა: ნამდვილად არ მაქვს იმის საშუალება, რომ ძვირად ღირებულ კოსმეტიკურ დაწესებულებებში ვიარო, არადა, სახეზე გაჩენილი ნაოჭები ძალიან მადარდებს. განსაკუთრებით თვალის გარშემო. შეგიძლიათ, რაიმე მეთოდი მასწავლოთ, სახლის პირობებში რომ ვცადო?
პასუხი: ყოველდღე, სახლიდან გასვლამდე დილით, ნახევარი საათით, სახეზე გლიცერინი და ვიტამინი E წაისვით. მათი შეძენა აფთიაქში შეგიძლიათ, თან, საკმაოდ იაფად. ნარევის მომზადება ძალიან მარტივია: აიღეთ 30 გრამი გლიცერინი და 10 კაფსულა ვიტამინი E. გამოყენებამდე სახე გაიწმინდეთ და ვიტამინების ნარევის ნაზი მასაჟით წასმით, კანი იმ დონემდე მიიყვანეთ, რომ ოდნავ გაწითლდეს. შედეგად, მცირე ნაოჭები გასწორდება, სახის კანი კი, ჯანსაღ ფერს მიიღებს. ეს მეთოდი, ეფექტური საშუალებაა თვალების გარშემო ნაოჭების გასასწორებლად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



