რჩევები

კითხვა-პასუხი

№51

ავტორი: ანი რევია 19:56 03.01

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: როგორ გავიწმინდო სახე სოდით, რომ შავი წერტილები და გამონაყარი ავლაგმო?

პასუხი: შეურიეთ სოდა ლიმონის წვენს ისე, რომ მიიღოთ ფაფისებრი მასა. დაიდეთ გამონაყარზე, დაელოდეთ გაშრობას და ჩამოიბანეთ. სიწითლე მალე გაქრება. გაითვალისწინეთ, რომ ლიმონი კანს აშრობს. სოდა შავ წერტილებსაც არაჩვეულებრივად აცილებს – შეურიეთ 1 სადილის კოვზი სოდა და 1 ჭიქა რძე. წაისვით სახეზე წრიული მოძრაობით და ჩამოიბანეთ. უკეთესი შედეგისთვის შეგიძლიათ, პროცედურა გაიმეოროთ.

კითხვა: სახის კანი მიწითლდება და მაქვს აკნე. მირჩიეს თვალის წვეთების წასმა, მიშველის ამ პრობლემაზე?

პასუხი: სწორი რჩევაა. ბამბის დისკი დაასველეთ თვალის წვეთებით და წაისვით დაბანილ, გაწმენდილ და სუფთა სახეზე. გაიჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში. ეს გააქრობს თქვენი სახიდან სიწითლესა და აკნეს.

კითხვა: თმა არ მცვივა, არც გაყოფილი მაქვს და არც ქერტლი მაწუხებს. თუმცა, რაღაცნაირი უსიცოცხლო შესახედია და თითქოს სტრუქტურაც შემეცვალა. შეგიძლიათ, მასწავლოთ ბუნებრივ ინგრედიენტებზე მარტივად მოსამზადებელი საშუალება თმის ხარისხის გამოსასწორებლად?

პასუხი: მოამზადეთ თმის ნიღაბი ლუდით, ბანანით, კვერცხითა და თაფლით და ეს გიშველით, უსიცოცხლო თმას დაუბრუნოთ ჯანსაღი იერი. ერთი ბანანი, ერთი კვერცხი, ერთი სუფრის კოვზი თაფლი და ნახევარი ჭიქა შავი ლუდი კარგად შეურიეთ ერთმანეთს და წაისვით თმაზე. გაიჩერეთ ერთი საათი, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. გაიკეთეთ ეს ნიღაბი კვირაში ერთხელ. მისი საშუალებით თმა უფრო გაძლიერდება და ჯანსაღი იერიც მიეცემა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი