რჩევები

კითხვა-პასუხი

№50

ავტორი: ანი რევია 17:10 26.12

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: სახის გასაწმენდად ვერიდები ქიმიურ საშუალებებს და უპირატესობას ბუნებრივს ვანიჭებ. მაგალითად, ხშირად ვისვამ არაჟანს, ხაჭოს, მჭადის ფქვილს. თუმცა, ბოსტნეული არ გამომიყენებია და იქნებ მასწავლოთ, როგორ მოვამზადო ბოსტნეულისგან სახის საწმენდი ნიღბები და რომელია უკეთესი?

პასუხი: სახის კანისთვის ძალიან კარგია სტაფილოს, კიტრისა და პომიდვრის ნიღბები. 1) სტაფილოს ნიღაბი: 200 გრამი სტაფილო გახეხეთ. დაამატეთ ერთი კვერცხის გული, ნახევარი ჩაის კოვზი ნიგვზის ზეთი, კარგად აურიეთ ერთმანეთში და წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 10 წუთი და ჩამოიბანეთ. შემდეგ წაისვით მკვებავი. 2) კიტრის ნიღაბი: კიტრს მოაცილეთ კანი, გახეხეთ სახეხზე, გამოწურეთ წვენი და წვენი ცალკე შეინახეთ. ფაფა დაიდეთ სახეზე 15-20 წუთი. მოიწმინდეთ მშრალი ბამბით, შემდეგ – კიტრის წვენით. ბოლოს წაისვით კრემი. 3) პომიდვრის ნიღაბი: წვენგამოწურული, ბრტყლად დაჭრილი პომიდორი დაიდეთ დაბანილ სახეზე, გაიჩერეთ 20-25 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

კითხვა: მართალია, რომ დღის განმავლობაში ყავის ბევრი სმა ჭარბწონიანობას იწვევს?

პასუხი: ყავის გადაჭარბებული მიღება ადრენალინის გამოყოფას უწყობს ხელს, რაც სისხლში შაქრის რაოდენობას ზრდის. თუ თქვენ საკმარისად არ მოძრაობთ, ზედმეტი შაქარი ორგანიზმში ცხიმს დააგროვებს. ყავა შეგიძლიათ, მწვანე ჩაით ჩაანაცვლოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი