რჩევები

კითხვა-პასუხი

№48

ავტორი: ანი რევია 11:00

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: რამდენად აუცილებელია სახეზე შრატის გამოყენება და კანს ხომ არ გააპრიალებს?

პასუხი: შრატი არის პროდუქტი, რომელიც სწრაფად აღწევს კანის ღრმა ფენებში და ინტენსიურად კვებავს მას. ისევე, როგორც ბევრ სხვა პროდუქტს, შრატს აქვს როგორც კანის გამღიავებელი, ასევე აკნესა და სიბერის შემაჩერებელი ეფექტი. მისი გამოყენება ნებისმიერ ასაკში შეგიძლიათ, უბრალოდ, აირჩიეთ ფორმულა: ანტიოქსიდანტი, დამატენიანებელი, მკვებავი და ასე შემდეგ. შრატი, როგორც ყველა სხვა კოსმეტიკური საშუალება, ზეთსა და წყალზეა შექმნილი, თუმცა მისი ტექსტურა უცხიმოა და სახეზე წასმისას ცხიმიან ეფექტს არ ტოვებს. აქტიური ინგრედიენტების წყალობით, შედეგს უფრო ნაკლებ დროში იღებთ, ვიდრე მხოლოდ დამატენიანებლის გამოყენებისას. თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, შეარჩიეთ შესაბამისი ფორმულის შრატი. ის აუცილებლად სუფთა კანზე უნდა წაისვათ და შეგიძლიათ, გამოიყენოთ როგორც დამოუკიდებლად, ასევე კანის მოვლის სხვა პროდუქტებთან ერთად.

კითხვა: ბოლო დროს თმის ბოლოები გამეყო. მაინტერესებს, როგორ გამოვიყენო თმის ღამის მკვებავი საშუალებები?

პასუხი: ზოგადად, ცოტა თუ იყენებს ღამის მკვებავებს თმისთვის, არადა, თითქმის ყველა ცნობილ ბრენდს აქვს შესაბამისი პროდუქცია. ასეთი კრემები, თმის მთელს სიგრძეზე უნდა წაისვათ და არა მხოლოდ თმის ძირებზე. ამ დროს თმა სუფთა და ოდნავ ნესტიანი უნდა გქონდეთ. თმაზე მოიხვიეთ პირსახოცი ან დაიხურეთ ქუდი, ისე, რომ თმის ღერები არ დაიჭიმოს და მთელი ღამის განმავლობაში გაიჩერეთ. დილით კი გრილი წყლით ჩამოიბანეთ. თმა გლუვი და ბზინვარე იქნება. რადგან თქვენ თმის ბოლოები გაყოფილი გაქვთ, უპირატესობა ალოეს ნიღაბს მიანიჭეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი