რჩევები

კითხვა-პასუხი

№46

ავტორი: ანი რევია 47 წუთის წინ

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: როგორ დავალბო ქუსლის კანი ისე, რომ გლუვი გახდეს?

პასუხი: თუ თქვენ არ გაქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, არც ავიტამინოზი და მიუხედავად ამისა, ქუსლები მაინც ისე არ გამოიყურება, როგორც თქვენ გსურთ, მაშინ ამ პრობლების მოსაგვარებლად შეგიძლიათ, შინაურული მეთოდები გამოიყენოთ. მოვლის ეს ხერხი არ არის ძვირი, ამასთან, ქუსლები და ტერფი ხდება ბევრად ნაზი და რბილი. გარდა ამისა, იკურნება ნახეთქები და ბებერები. პროცედურა გააკეთეთ საღამოს. ჯამში, ჩაასხით 1.5 ლიტრი თბილი წყალი, დაამატეთ 4 სადილის კოვზი 3-პროცენტიანი წყალბადის ზეჟანგის ხსნარი და ჩააწყვეთ ფეხები. რამდენიმე წუთის შემდეგ, ქუსლები სპეციალური სახეხით გაისუფთავეთ. შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ და გაიმშრალეთ. პროცედურის შემდეგ ქუსლებზე წაისვით გლიცერინისა და ძმრის ხსნარი (შეურიეთ ერთმანეთს 3 სადილის კოვზი გლიცერინი და 1 ჩაის კოვზი ძმარი). ჩაიცვით ბამბის წინდები და ისე დაიძინეთ. დილით, გაღვიძებისას ფეხები თბილი წყლით დაიბანეთ. ეს პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 1-2-ჯერ და შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი