რჩევები

კითხვა-პასუხი

№39

ავტორი: ანი რევია 11:00

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: დიეტით გავხდი და ახლა კმაყოფილი ვარ ჩემი წონის. თუმცა, იღლიის ქვეშ კანი ჩამომეწელა და არსებობს რაიმე მეთოდი, რომ დაკიდებული კანი გავიმკვრივო?

პასუხი: დაწეული კანი იღლიების ზონაში, ზედმეტი კილოგრამების დაკლების გარდა, კუნთების ცუდი ტონუსისა და დეფორმირებული ხერხემლისგან ჩნდება. დილით სახლის პირობებში ივარჯიშეთ – დაიჭირეთ 2 კილოგრამამდე ჰანტელი და ასწიეთ ხელები ქვემოდან ზემოთ, მხრების სიმაღლეზე. როცა მხრებს გაუთანაბრებთ, ცოტა ხნით დააფიქსირეთ. იღლიებზე ჩამოწელილი კანის გამკვრივებას ხელს უწყობს ცურვა. ხოლო, იმისათვის, რომ ვარჯიშის შედეგები გააუმჯობესოთ, აუცილებელია ხელის განსაკუთრებული მოვლა. კვირაში ერთხელ ხელები დრენაჟის ან ანტიცელულიტური ნიღბით შეიფუთეთ. შემდგომ მსუბუქი ჩქმეტითი მოძრაობით დაიმასაჟეთ და დაიტანეთ ანტიცელულიტური საცხები. ეს ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ ცხიმს და შედეგად კანი გაგიმკვრივდებათ. ჩართეთ საკვებ რაციონში ბურღულეული, წიწიბურა, თევზი, ზღვის პროდუქტები და კვერცხი – ეს ცილებით მდიდარი პროდუქტი კუნთების აღდგენაში დაგეხმარებათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №39

29 სექტემბერი-5 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა