კითხვა-პასუხი
ავტორი: ანი რევია 11:00

კითხვა: ზღვაზე ვისვენებდი და დაბრუნებულმა შევამჩნიე, რომ თმა მცვივა კატასტოფულად. არ ვიცი ეს მლაშე წყლის ბრალია თუ მზის სხივების. მირჩეთ რა ვუშველო და რით შევაჩერო ეს პროცესი?
პასუხი: ჩაყარეთ ჭურჭელში 3 სუფრის კოვზი გამომშრალი, დაფქული დაფნის ფოთლები და დაამატეთ აფთიაქში ნაყიდი 3 სუფრის კოვზი გვირილის ყვავილები. დაასხით 100 მილილიტრი მდუღარე წყალი, დააყოვნეთ 3 საათი და გადაწურეთ. შემდეგ კარგად დაიმუშავეთ თმის ძირები ამ საშუალებით და დაიტოვეთ სამოქმედოდ რამდენიმე საათით. შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნით. კვირაში 3 ასეთი პროცედურა სავსებით საკმარისი იქნება, რომ თმის ცვენის პრობლემა სამუდამოდ წარსულში დარჩეს.
კითხვა: ვაპირებ ამ დღეებში წარბის ფორმის შეცვლას და თუ არსებობს საშუალება, რომლითც დავაჩქარებ პინცეტით ამოღებული თმის ამოსვლას?
პასუხი: დაიმუშავეთ აბუსალათინის ზეთით კანის ის ნაწილი, სადაც თმის ამოსვლა სწრაფად გსურთ და ამით ზრდის პროცესი საგრძნობლად დაჩქარდება.
კითხვა: ყოველ საღამოს, ძილის წინ ვიბან ფეხებს საპნით, ვიმუშავებ სპეციაური ფეხის საცხით, მაგრამ მაინც ასდის სუნი ფეხსაცმელს, როცა დილით ვიცვამ. რა ვუშველო?
პასუხი: ჩაის გამოყენებული ბალიშებით, მარტივად მოაშორებთ უსიამოვნო სუნს თქვენი ფეხსაცმლიდან. დატოვეთ ისინი რამდენიმე საათით, რათა კარგად შეშრეს და შემდეგ მოათავსეთ თქვენს ფეხასცმელეში მთელი ღამით. ჩაის ბალიშები ბოლომდე იწოვს ზედმეტ ტენსა და უსიამოვნო სუნს.
კითხვა: ბოლო პერიოდში სახეზე მიჩნდება გამონაყარი. თუმცა, არასოდეს მქონია პრობლემური სახის კანი და რას მირჩევთ?
პასუხი: თუ გამონაყარი გაგიჩნდათ, უბრალოდ, დაიმუშავეთ კანის შესაბამისი მონკვეთი რამდენიმე წვეთი თაფლით, დაიტოვეთ სამოქმედოდ 15 წუთით და შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ. უკვე, 15 წუთში გამონაყარი ნაკლებად შესამჩნევი გახდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან