რჩევები

კითხვა-პასუხი

№14

ავტორი: ანი რევია 11:00 16.04, 2021 წელი

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: მაკიაჟს არ ვიკეთებ, სამაგიეროდ სახის დამატენიანებელ კრემს სქელ ფენად ვისვამ. ხომ არ არის პრობლემა დამატენიანებლის სქელ ფენად წასმა?

პასუხი: სახეზე არავითარ შემთხვევაში არ წაისვათ დამატენიანებელი საცხის სქელი ფენა, რადგან, მის ქვეშ კანი, ვეღარ სუნთქავს. ზედმეტი საცხი ხელსახოცით მოიშორეთ.

კითხვა: ხშირად ვიკეთებ დეპილაციას. თუმცა, მისი გაკეთების შემდეგ კანი მიღიზიანდება. რა გამოვიყენო, რომ ხშირად არ დამჭირდებს დეპილაციის გაკეთება და თმის ზრდა გარკვეული დროით მაინც შევაჩერო?

პასუხი: ხშირი დეპილაცია კანის გაღიზიანებას იწვევს. გირჩევთ, შეიძინოთ საცხი-ინჰიბიტორი, რომელიც თმის ზრდის პროცესს ანელებს. შერჩევისას რომ არ შეცდეთ, შეამოწმეთ – შემცველობაში საცხს უნდა ჰქონდეს პაპაიას ექსტრაქტი, ლიმონი, ბერძნული ნიგოზი ან ჰიაცინტი. ისინი ყველაზე ეფექტურია თმის სწრაფი ზრდის წინააღმდეგ საბრძოლველად. ინჰიბიტორები არა მარტო ამცირებს ზრდის პროცესს, არამედ შეხორცებას უწყობს ხელს, ხსნის გაღიზიანებადობას კანზე, ატენიანებს და კვებავს კანს და თმაც ისე ინტენსიურად აღარ გაიზრდება.

კითხვა: ზამთარში თმა მიუხეშდება და მისუსტდება, მიუხედავად იმისა, რომ ვხმარობ საკმაოდ კარგ თმის საღებავს, შამპუნსა და კონდენციონერს. რა შეიძლება გამოვიყენო დამატებით, რომ დარბილდეს და დაიბრუნოს ძველებური ხარისხი და მბზინვარება?

პასუხი: თმის სტრუქტურის გაჯანსაღებისთვის და დარბილებისთვის, ძალიან კარგია ქოქოსის ზეთი, ის შეღებილი თმისა და დასუსტებული თმის საუკეთესო წამალია. ქოქოსის ზეთი დაგეხმარებათ თმის ჯანსაღად შენარჩუნებაში. ქოქოსის ზეთის მთავარი ცხიმოვანი მჟავა აღწევს თმის ღერში, რაც ცხიმების უმეტესობას არ შეუძლია. შხაპის მიღებამდე თმაზე თხელ ფენად დაიდეთ ქოქოსის ზეთი, შეიხვიეთ თავი და 1-2 საათის შემდეგ შამპუნით კარგად ჩამოიბანეთ. ეს პროცედურა რეკომენდებულია კვირაში ერთხელ ან ორჯერ. ყოველდღიურად – არა.

ასევე, საინტერესოა:

როგორ დავამზადოთ თმის ნიღბები სახლის პირობებში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი