რჩევები

კითხვა-პასუხი

№29

ავტორი: ანი რევია 11:00 01.08

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: ყოველდღიურად ვისვამ მუქი ფერის წითელ პომადას. ამ ბოლო პერიოდში ტუჩის კანი საგრძნობლად გამომიშრა და პომადის წასმიდან ცოტა ხანში საკმაოდ ცუდი შესახედია. რას მირჩევთ?

პასუხი: აუცილებელია ტუჩის შესაბამისად დატენიანება. ტუჩებზე არ უნდა გქონდეთ ბზარები, სიმშრალე ან სისხლიანი წინწკლები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა მუქი ფერის ტუჩის საცხს იყენებთ. შეარჩიეთ რბილი და თხელი ტუჩსაცხი.

კითხვა: ყოველ დილით, სამსახურში წასვლამდე, თვალის შიდა ხაზს შავი ფანქრით ვიღებავ. მგონია, ასე თვალის ჭრილი უფრო დიდი ჩანს. რამდენიმე დღეა დამეწყო ცრემლდენა. შეიძლება, ეს ფანქრის ბრალი იყოს?

პასუხი: თვალის ამ ტიპის მაკიაჟი მხოლოდ იშვიათად არის ნებადართული, რადგან მისი ხშირი გამოყენებისას, საღებავი, რომელსაც ქიმიური ფანქარი შეიცავს, იწვევს საცრემლე ჯირკვლების გაღიზიანებას, არსებობს ინფექციის საშიშროება და შესაძლოა, ალერგიაც გამოიწვიოს. იმავე ვიზუალური ეფექტის მისაღებად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ლაინერი, თვალის ზემოთ, წამწამების გასწვრივ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა