რჩევები

კითხვა-პასუხი

№28

ავტორი: ანი რევია 11:00

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი
დაკოპირებულია

კითხვა: კანზე გამიჩნდა ასაკობრივი ლაქები. მირჩიეთ, როგორ დავფარო ისინი კოსმეტიკის საშუალებით?

პასუხი: კანზე ლაქების დასაფარ-შესანიღბად კორექტორი გამოგადგებათ. ის გამოიყენება მუქი წრეების, ასაკობრივი ლაქების, დიდი ფორებისა და სხვა მცირე ნაკლოვანებების დასაფარად. ზოგადად, კორექტორი ტონალურს ჰგავს, თუმცა უფრო სქელი ტექსტურისაა და გამოიყენება სხვადასხვა პიგმენტური ლაქების დასამალად. ისევე როგორც ტონალური, კორექტორიც რამდენიმე სახისაა: თხევადი, კრემოვანი და სტიკი. კორექტორი უნდა წაისვათ ბაზის შემდეგ, ტონალურამდე. რაც შეეხება სტუქტურას: თხევადი კარგია ნორმალური, კომბინირებული, ცხიმიანი და მგრძნობიარე კანისთვის. ის ადვილად ნაწილდება და გამოგადგებათ სხვადასხვა სიწითლის დასაფარად. გლუვი დაფარვის მქონე კორექტორი უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე ჩვეულებრივი. სტიკი კარგია ნორმალური, მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის. მისი სქელი, კრემოვანი ტექსტურა საშუალებას იძლევა, კარგად დაიფაროს პრობლემური ადგილები, განსაკუთრებით კი თვალქვეშა წრეები და ადგილები ცხვირისა და ტუჩის გარშემო. კრემოვანი გამოიყენება ნორმალური, კომბინირებული, სენსიტიური ან მშრალი ტიპის კანისთვის. ის იდეალურია თვალქვეშა წრეებისა და სხვადასხვა ლაქის დასაფარავად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა