რჩევები

კითხვა-პასუხი

№27

ავტორი: ანი რევია 11:00 18.07

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: თუ არის რაიმე საშუალება, თმა რომ სწრაფად გამეზარდოს?

პასუხი: ამისთვის არსებობს თმის ზრდის დამაჩაქარებელი ნიღაბი, რომელიც საკმაოდ ეფექტური და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უსაფრთხოა. ნიღაბი კვირაში ორჯერ უნდა გაიკეთოთ: ჯამში დასრისეთ 1 ცალი ბანანი, დაამატეთ 1 კვერცხი, 1 სადილის კოვზი თაფლი და ნახევარი ჭიქა ლუდი. კარგად გადაურიეთ. მიღებული მასა თმაზე დაიდეთ და 5 წუთის განმავლობაში დაიმასაჟეთ თავის კანი. შემდეგ დაიხურეთ აბაზანის ქუდი და ერთი საათი გაიჩერეთ. როცა ეს დრო გავა, დაიბანეთ ჩვეულებრივი წესით.

კითხვა: კისრისა და მკერდის არეში კანი საკმაოდ მომეშვა, ასევე, დამიბერდა ხელის კანი და რა საშუალებებს მივმართო? ზოგადად, სახის კანს ვუვლი, ვისვამ საცხებს, ხოლო, კისერსა და მკერდზე არასოდეს არაფერი გამომიყენებია.

პასუხი: როდესაც სახის კანის პარალელურად, არ უვლით კისრისა და მკერდის არეს, ეს ნაწილი, ხელებთან ერთად, მიუხედავად სახის მდგომარეობისა, ნათლად წარმოაჩენს ასაკობრივ ნაკლოვანებებს, ამიტომ, მნიშვნელოვანია მათზე ლოსიონებითა და ასაკის შესაბამისი პროდუქციით ზრუნვა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა