რჩევები

კითხვა-პასუხი

№25

ავტორი: ანი რევია 11:00 03.07

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: რამდენ ხანში აქვს ეფექტი მშრალი სპრეის შამპუნს და მისი გამოყენების სწორ წესს ხომ ვერ მასწავლით?

პასუხი: მშრალი შამპუნი წამებში აცოცხლებს თმას, ანიჭებს მას მოცულობას და ზოგავს დროს. საშუალებას გაძლევთ, წყალთან კონტაქტის გარეშე, სულ რამდენიმე წუთში „დაიბანოთ” თავი. შეანჯღრიეთ ბოთლი და შამპუნის სპრეი შეისხურეთ თმის ძირებში. პროდუქტი თმიდან დაახლოებით 20-30 სანტიმეტრის მოშორებით დაიჭირეთ. ეს მანძილი შამპუნს საშუალებას მისცემს, თანაბრად გადანაწილდეს თმაში. არ მიისხუროთ სპრეი ზედმეტად ახლო მანძილიდან, რადგან ეს ხელს შეუშლის პროდუქტის ეფექტურობას და ამასთანავე თმაში თეთრი ლაქების გაჩენის მიზეზიც გახდება. სპრეის შესხურებიდან უმალვე ნუ გადახვალთ დამასაჟების პროცესზე, მიეცით შამპუნს რამდენიმე წამი, ოდნავ შეშრეს. შესხურებიდან რამდენიმე წამის შემდეგ თითის ბალიშებით ნაზად გადაინაწილეთ შამპუნი მთელ თმაზე. დაელოდეთ შამპუნის შეშრობას და თმა მხოლოდ ამის შემდეგ, დაივარცხნეთ. დაიტანეთ თმაზე შამპუნი ნორმალური რაოდენობით. მშრალი შამპუნი მხოლოდ და მხოლოდ მშრალ თმაზე უნდა დაიტანოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა