კითხვა-პასუხი
ავტორი: ანი რევია 11:00 30.05

კითხვა: სწორი თმა მაქვს. ბოლო დროს მომემატა ცხიმიანობა და რომელ შამპუნსა და კონდიციონერს მირჩევთ დასაბანად?
პასუხი: თავის ქალის მიერ გამოყოფილი ნატურალური ზეთები თანაბრად ნაწილდება თმის მთელ სიგრძეზე. შედეგად, სწორი თმა მიდრეკილია ცხიმიანობისა და მოცულობის დავარდნისკენ. ამიტომ, თავი დაიბანეთ ისეთი შამპუნებით, რომლებიც არ შეიცავს სულფატს. ეს დაგეხმარებათ ზედმეტი ცხიმიანობის გაკონტროლებაში. სწორი თმისთვის სირბილისა და ერთგვაროვნების შესანარჩუნებლად შამპუნის შემდეგ აუცილებლად გამოიყენეთ კონდიციონერი. შეარჩიეთ ისეთი კონდიციონერი, რომლის შემადგენლობაშიც შედის შემდეგი ნატურალური ზეთები: ქოქოსი, ჟოჟობა ან არგანი. ისინი თქვენი თმის დატენიანებასა და კვებაზე იზრუნებენ.
კითხვა: რამდენად ეფექტურია ფრჩხილის ზეთი?
პასუხი: იმისთვის, რომ თქვენი ფრჩხილები იდეალურად გამოიყურებოდეს, საჭიროა ყველანაირი პროცედურის შემდეგ, ფრჩხილებზე მკვებავი ზეთი დაიტანოთ და კარგად შეიზილოთ. გარდა სილამაზისა და მბზინავი ეფექტისა, ეს ზეთები თქვენი ფრჩხილებისა და ნუნების სიჯანსაღესაც უზრუნველყოფენ.
კითხვა: აბაზანაში სუნამოს დატოვება არ შეიძლება?
პასუხი: სუნამო სააბაზანო ოთახში არ უნდა შეინახოთ, რადგან ნესტიანი გარემო არომატს სწრაფად შეუცვლის, გააფუჭებს. პარფიუმერია გრილ და მშრალ ადგილას უნდა იდოს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან