რჩევები

კითხვა-პასუხი

№48

ავტორი: ანი რევია 23:00 05.12

35 წლის ქალი
დაკოპირებულია

კითხვა: ორსულობის მერე სახეზე თმა ამიმივიდა და ახლა რამდენიმე ღინღლი ყელზეც შევნიშნე. ექიმმა მითხრა, ჩიყვი გაქვსო. შეიძლება, ეს იყოს მიზეზი?

პასუხი: ჭარბთმიანობის მიზეზის დასადგენად, უნდა მიმართოთ ენდოკრინოლოგ-გინეკოლოგს. ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია ჭარბთმიანობის მიზეზი იმდენადაა, რამდენადაც ჰორმონული დისბალანსი იწვევს პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომს, რაც ვლინდება მენსტრუაციული ციკლის დარღვევით, სახეზე, მუცელზე, მკერდზე თმიანობით და ასევე, გაცხიმოვნებით.

კითხვა: შეგიძლიათ, მირჩიოთ, რომელი მცენარეებია თმისთვის სასარგებლო და როგორ მოვამზადო ნახარში გადასავლებად?

პასუხი: თმისთვის სასარგებლო რვა მცენარე არსებობს. კერძოდ: გვირილა – მსუბუქად აღიავებს და ამაგრებს; ჭინჭარი – აძლიერებს; სვიის გირჩები – აშორებს ქერტლს, ამაგრებს თმას; ცაცხვი – აღადგენს თმის ელასტიკურობას, ბზინვარებასა და სიმკვივეს მატებს; მუხის ქერქი – აძლიერებს თმას, იცავს ცვენის, მტვრევადობის, მომატებული ცხიმიანობისა და ქერტლისგან; ოროვანდის ფესვი – ამაგრებს თმის ძირებს, აჩქარებს მათ ზრდას; სელის თესლი – ანიჭებს ბზინვარებას; სალბი – ანიჭებს ბზინვარებას, აჩერებს თმის ცვენას. ბალახეული ნახარშების მოსამზადებლად, 1 სადილის კოვზ ბალახზე აიღეთ 1 ჩაის ჭიქა წყალი. ბალახს დაასხით მდუღარე და გააჩერეთ 10-15 წუთს ან დადგით ორთქლის აბაზანაზე და ხარშეთ 5 წუთი. გადაივლეთ დაბანილ თმაზე.

კითხვა: ბოლო დროს შევნიშნე, რომ თმა ძალიან მცვივა. მითხრეს, რომ ზეთის წასმა შველის და კონკრეტულად რომლის?

პასუხი: თუ შენიშნეთ, რომ თმის ცვენა დაგეწყოთ, აუცილებლად უნდა დაადგინოთ მისი გამომწვევი მიზეზები. მკურნალობის პირველ ეტაპზე ჯერ უნდა შეაჩეროთ თმის ცვენა, ხოლო შემდეგ იზრუნოთ მის აღდგენაზე. თმის ცვენის მკურნალობისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია კვება. თმას, ისევე როგორ ორგანიზმს, სასიცოცხლოდ საჭირო ვიტამინები და მინერალები სჭირდება. ხშირად თმის ცვენა ცილის ნაკლებობითაა გამოწვეული. თმისთვის სასარგებლოა თევზის, ქათმისა და მწვანილის მიღება. სცადეთ რეგულარული მასაჟი აბუსალათინის ან ქოქოსის ზეთით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა