რჩევები

კითხვა-პასუხი

№45

ავტორი: ანი რევია 11:00 15.11

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: წონაში საკმაოდ ბევრი დავიკელი. სხეულის სხვა ზონებზე ისე შესამჩნევი არაა, მაგრამ იღლიის არეში კანი ჩამომეწელა. ხომ არ არსებობს, ისეთი საშუალება, რაც დაკიდებულ კანს გამიმკვრივებს?

პასუხი: იღლიების ზონა გახდომისას ერთ-ერთ ყველაზე რთულ ზონად ითვლება. ზედმეტი კილოგრამების დაკლებისას „დაკიდებული“ კანი იღლიების მიდამოებში რთულად დასამალია. აღსანიშნავია ისიც, რომ დაწეული კანი იღლიების ზონაში, ზედმეტი კილოგრამების დაკლების გარდა, კუნთების ცუდი ტონუსისა და დეფორმირებული ხერხემლისგან ჩნდება. დილით სახლის პირობებში ივარჯიშეთ – 2 კილოგრამამდე ჰანტელი დაიჭირეთ ხელში და ასწიეთ ხელები ქვემოდან ზემოთ, მხრების სიმაღლეზე. როცა მხრებს გაუთანაბრებთ, დააფიქსირეთ ცოტა ხნით. იღლიებზე ჩამოწელილი კანის გამკვრივებას ხელს უწყობს ცურვა. ხოლო, იმისთვის, რომ ვარჯიშის შედეგები გააუმჯობესოთ, აუცილებელია ხელის განსაკუთრებული მოვლა. კვირაში ერთხელ ხელები დრენაჟის ან ანტიცელულიტური ნიღბით შეიფუთეთ. შემდგომ მსუბუქი ჩქმეტითი მოძრაობით დაიმასაჟეთ და დაიტანეთ ანტიცელულიტური საცხები. ეს პროცედურა ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ ცხიმს და შედეგად კანი გაგიმკვრივდებათ. ჩართეთ საკვებ რაციონში ბურღულეული, წიწიბურა, თევზი, ზღვის პროდუქტები და კვერცხი. ეს ცილებით მდიდარი პროდუქტი კუნთების აღდგენაში დაგეხმარებათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა