რჩევები

კითხვა-პასუხი

№44

ავტორი: ანი რევია 11:00 08.11

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: იდაყვებზე ძალიან შემეცვალა კანის სტრუქტურა და შეფერილობაც გამიმუქდა. ძალიან არ მომწონს. არის ისეთი საშუალება, სახლის პიროებებში რომ მოვამზადო და შედეგი ჰქონდეს?

პასუხი: 1 ცალი ბანანი დააბლენდერეთ ან ჩანგლით დაჭყლიტეთ, შეურიეთ 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი და მიღებული მასა წაისვით იდაყვებზე. გაიჩერეთ 20 წუთით, ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი საცხი. ამ მეთოდით იდაყვებზე კანი დარბილდება, ნაზი გახდება და ფერიც ნელ-ნელა გამოსწორდება.

კითხვა: უბრალოდ, ვიცი, რომ კიტრის ნიღაბი ძალიან კარგია სახის კანისთვის. მინდა, მეც ვცადო, არასოდეს გამომიყენებია და არც ის ვიცი, რა ეფექტი აქვს. რაიმე დანამატიც უნდა თუ მხოლოდ კიტრი უნდა გავხეხო და შევიზილო?

პასუხი: კიტრს აქვს გამწმენდი, აღმდგენი, მათეთრებელი, მკვებავი ეფექტი. შეგიძლიათ, კიტრის ნიღაბი ყოველდღე გაიკეთოთ და საოცარი ეფექტი მიიღოთ. ნიღბის მოსამზადებლად მხოლოდ ორი ინგრედიენტი გჭირდებათ: კიტრი და კურკუმა. კიტრი ამშვიდებს კანს მზეზე ყოფნის შემდეგ, კურკუმა კი აახალგაზრდავებს და შლის ნაოჭებს. ამ ნიღბით კანი დატენიანებული და მკვრივი გახდება. შეურიეთ ერთმანეთს გახეხილი ნახევარი კიტრი და ნახევარი ჩაის კოვზი კურკუმა. მიღებული ნარევი წაისვით სახეზე და 15-20 წუთი გაიჩერეთ. ჩამოიბანეთ ცივი წყლით. სასურველია, ნიღაბი ძილის წინ გაიკეთოთ, კვირაში სამჯერ, თუმცა, შედეგს პირველივე ცდაზე ნახავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა