რჩევები

კითხვა-პასუხი

№39

ავტორი: ანი რევია 11:00 04.10

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: ფერისმჭამელებს ხახვის წვენის ნაზავი შველისო და როგორ მოვამზადო და მოვიხმარო?

პასუხი: თუ სახის კანს ყოველ დილა-საღამოს ხახვის წვენით გაიწმენდთ, რამდენიმე დღეში, ფერიმჭამელები მართლაც გაქრება.

კითხვა: ბოლო თვეებია, დავიწყე ვარჯიში და სწორი კვება. მეგობარმა მირჩია „ომესამის“ დალევა. ზოგადად, ვიცი, კარგია მისი მიღება, მაგრამ წონის მომატებას ან მადის გაძლიერებას ხომ არ იწვევს?

პასუხი: „ომესამი“ „ომეგა 3-ის” შემცველი პროდუქტია. ის ნივთიერებათა ცვლას ააქტიურებს და მაძღრობის შეგრძნებას ქმნის. ამიტომ, სწორად შედგენილ მენიუსა და ვარჯიშთან ერთად, ის სხეულის წონის კორექციაშიც კი დაგეხმარებათ.

კითხვა: შუბლზე, საფეთქლებთან და ტუჩის გარშემო, გამიჩნდა კანქვეშა გამონაყარი. ვიწვალებ ხოლმე და მიღიზიანდება, გამოდის სითხე და მრჩება ნაწიბური. რისი ბრალია და რა ვუშველო?

პასუხი: სავარაუდოდ, აკნეს ტიპის გამონაყარი გაქვთ. აკნეს მკურნალობა კი, მიზეზის დადგენისა და მისი მკურნალობის პარალელურად, გულისხმობს ადგილობრივად ანტიბიოტიკისა და სპეციალური, სებომარეგულირებელი, კერატოლიზური კრემების გამოყენებას. ასევე, მნიშვნელოვანია სახის პროფესიონალური წმენდა, პილინგის პროცედურები. მკურნალობის კურსის შერჩევა ხდება დერმატოლოგის მიერ, კანის მდგომარეობის შეფასებისა და მიზეზის დადგენის შემდეგ. დაუშვებელია აკნეზე ზეწოლა და გამორწყვა. ეს გამოიწვევს გამონაყრის გამწვავებასა და უხეში ნაწიბურის გაჩენას, რაც დამატებითი პრობლემაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა