რჩევები

კითხვა-პასუხი

№36

ავტორი: ანი რევია 11:00 13.09

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: სადაქალო ხშირად ვცვლით კოსმეტიკურ საშუალებებს – ტუშს, ლაინერს, რუჯს, ტონალურს, ტუჩსაცხს... გავიგე, რომ ეს საშიშია და რატომ?

პასუხი: სხვა ადამიანის, თუნდაც საუკეთესო მეგობრის ბაქტერია საშიშია თქვენთვის. სხვისი თვალის ლაინერის, ტუშისა და ყველა პარფიუმერიული პროდუქტის გამოყენებით შესაძლოა, ბაქტერია ერთი ორგანიზმიდან მეორეს გადაეცეს. შედეგად კი ლამაზი მაკიაჟის ნაცვლად ინფექციისგან დაზიანებულ თვალებსა და სახის კანს მიიღებთ.

კითხვა: თმას ცხელი საშრობით, ანუ ფენით, ან უთოთი ვიშრობ. ვიცი, რომ ეს არ არის კარგი და თმას აზიანებს, მაგრამ დაუმორჩილებელი თმის სტრუქტურა მაქვს და სხვა გამოსავალი არ ვიცი. ხომ არ არსებობს რაიმე რეკომენდაცია, რაც დამეხმარება, თმა გავიშრო, მაგრამ არ დავიზიანო?

პასუხი: როცა თმას ისწორებთ ან იხვევთ, აუცილებელია დამცავი პროდუქტი გამოიყენოთ. დამცავი პროდუქტი წარმოადგენს ბარიერს თმასა და ცხელ ლითონს შორის, ეს კი აზღვევს მას დაწვისგან. თმა ინარჩუნებს გამძლეობას და არ ზიანდება. სხვა შემთხვევაში, ანუ მის გარეშე, თმა შრება და უხეშდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა