რჩევები

კითხვა-პასუხი

№28

ავტორი: „თბილისელები“ 11:00 19.07

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: გამიქრობს თუ არა ნაოჭებს დამატენიანებელი კრემის რეგულარული ხმარება?

პასუხი: დამატენიანებელი საშუალებები შეიცავენ ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც კარგია ნაოჭების წინააღმდეგ, თუმცა მათ არცერთი მათგანი არ აქრობს.

კითხვა: მაინტერესებს, აკნეს თუ მოუხდება მზის აბაზანები და გააქრობს მას?

პასუხი: მზე კი არ გააქრობს, უბრალოდ, გამოაშრობს სახის კანს. ამ დროს კი კანზე ფართოვდება ფორები და აკნესთან ერთად, შესაძლოა, სხვა პრობლემებმაც იჩინოს თავი.

კითხვა: მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ძვირად ღირებულ კრემებსა და კოსმეტიკას ვიყენებ, სახის კანი მაინც მექერცლება. რაიმე შინაურ რეცეპტს ხომ ვერ მირჩევთ, რომ ეს პრობლემა მოვაგვარო?

პასუხი: თქვენს აქერცლილ კანს ცხიმიანი ხაჭოს, სტაფილოს წვენისა და რძის ნიღაბი დაეხმარება. აურიეთ ისინი სხვადასხვა პროპორციით და გაიჩერეთ კანზე 15 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და გადაისვით მკვებავი კრემი, რომელიც თქვენი კანის ტიპისა და ასაკის შესაბამისია.

კითხვა: ყოველდღიურად ვისვამ ფხვიერ ტონალურს, თუმცა მისი ეფექტი არ მომწონს. მაქვს მშრალი კანი. რომელ ტონალურს მირჩევთ?

პასუხი: მშრალი კანისთვის ძალიან კარგია კრემოვანი ტონალური. მისი ტექსტურა კვებავს კანს, რის შემდეგაც სახის კანი იდეალურად გამოიყურება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა