რჩევები

კითხვა-პასუხი

№14

ავტორი: ანი რევია 11:00 12.04

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: შეგიძლიათ, მირჩიოთ საშუალება, რომლითაც კბილების გაწმენდა-გათეთრებას სახლის პიროებებში შევძლებ და ღრძილებისთვისაც კარგია?

პასუხი: პირის ღრუს ჯანმრთელობა, გავლენას ახდენს მთელი სხეულის ჯანმრთელობაზე, სწორედ ამიტომ კბილებზე ყოველდღე უნდა იზრუნოთ. ცუდი ჰიგიენა, კბილების არარეგულარული წმენდა და სტომატოლოგთან იშვიათი ვიზიტი ბაქტერიების დაგროვებას იწვევს, ბაქტერიები კი, თავის მხრივ, ხელს უწყობენ კბილის ნადებისა და ქვების გაჩენას, უსიამოვნო სუნის წარმოქმნას, ანთების ჩამოყალიბებას. გარდა იმისა, რომ კბილები დღეში 2-ჯერ უნდა გაიხეხოთ, ასევე, აუცილებელია კბილის ძაფის რეგულარულად გამოყენება. თუ კბილების გათეთრება გსურთ, შემოგთავაზებთ სახლში დასამზადებელ საშუალებას, რომელიც კარგია პირის ღრუს ინფექციის თავიდან ასაცილებლად. ამისთვის დაგჭირდებათ: 1 სადილის კოვზი საკვები სოდა, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, ანტისეპტიკური სითხე პირის ღრუში გამოსავლებლად. ჭიქაში ერთმანეთში აურიეთ მარილი და სოდა და გახსენით თბილ წყალში. შემდეგ ნარევი ჯაგრისს წაუსვით და კბილები, 5 წუთის განმავლობაში, რბილად გაიწმინდეთ. გამოივლეთ თბილი წყალი და ნადები და ქვა კბილის ძაფის მეშვეობით მოიშორეთ. ბოლოს პირის ღრუში ანტისეპტიკური სავლები გამოივლეთ. ეს პროცედურა ყოველ საღამოს გაიმეორეთ და შედეგს ძალიან მალე დაინახავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი