რჩევები

კითხვა-პასუხი

№11

ავტორი: ანი რევია 11:00 22.03

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: სახეზე საშინელი გამონაყარი მაქვს. ვიმკურნალე, თუმცა შედეგით კმაყოფილი არ ვარ. იქნებ თქვენ მირჩიოთ რაიმე შინაური რეცეპტი, რომ სახე გამეწმინდოს?

პასუხი: მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი და ლიმონის წვენი, ყოველდღიურად 7-8 ჭიქა წყლის მიღება, გაგიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას და დააჩქარებს კანის აღდგენის პროცესს. კანის სწრაფად აღსადგენად, გამონაყარზე წაისვით თაფლი, ათი წუთით გაიჩერეთ და ჩამოიბანეთ ცივი წყლით. A ვიტამინით მდიდარი პომიდორი ხელს უშლის გამონაყრის გაჩენას. რაციონში შეამცირეთ ან მთლიანად ამოიღეთ ყავა, ჩაი, გაზიანი სასმელები, ცომეული, ტკბილეული, ცხოველური ცხიმები. დაიბანეთ სახე დღეში ორჯერ, ნელთბილი წყლით და ნაზი საპნით. ნუ შეეხებით სახეს ჭუჭყიანი ხელებით. დაძინებამდე, აუცილებლად მოიშორეთ მაკიაჟი. წაისვით გამონაყარზე ალოე ვერას გელი ან წვენი და დაიტოვეთ. თქვენს კანს სწრაფად აღადგენს, ასევე, ვაშლის ძმარი. ის კლავს გამონაყრის გამომწვევ ბაქტერიებს და მოგაშორებთ ზედმეტ ცხიმს კანზე. სუფთა, მშრალ კანზე დაიდეთ ძმრიანი ბამბის ტამპონები (1 სადილის კოვზი ძმარი გააზავეთ 8 სადილის კოვზ წყალში) და გაიჩერეთ 10 წუთით. ვაშლის ძმრის ნაცვლად შეგიძლიათ, გამოიყენოთ ლიმონის წვენი. არსებობს სპეციალური ნიღბებიც: პროტეინებით მდიდარი კვერცხის ცილის ნიღაბი კი განკურნავს და აღადგენს თქვენს კანს. კვერცხის გულისგან განაცალკევეთ ცილა და წაისვით სუფთა სახეზე, დაიტოვეთ თხუთმეტი წუთით და ჩამოიბანეთ. მოამზადეთ შვრიის ფაფა წყლით და ნიღაბივით დაიდეთ სუფთა სახეზე. გაიჩერეთ 10-15 წუთი და ჩამოიბანეთ. შედეგს რამდენიმე პროცედურის შემდეგ შენიშნავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი