რჩევები

კითხვა-პასუხი

№48

ავტორი: ანი რევია 11:00 08.12, 2023 წელი

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: თვალების ქვეშ მაქვს მუქი კანი. ბოლო დროს შევამჩნიე, რომ ლაქებიც გამიჩნდა და როგორ დავფარო ეს პრობლემა?

პასუხი: შავი წრეები თვალებქვეშ, გამონაყარი ან ნებისმიერი ტიპის ლაქა შეგიძლიათ, კორექტორით დაფაროთ. გაითვალისწინეთ, რომ კორექტორი ტონალურზე ერთი ან ორი ტონით ღია უნდა იყოს.

კითხვა: როგორ მოვიცილო თმის საღებავი შუბლისა და ყურის კანიდან?

პასუხი: თუ თმის შეღებვის დროს საღებავი სახეზე ან ყურებთან გადაგივიდათ, ლაქა მიცელარული წყლით მოიშორეთ.

კითხვა: მითხრეს, რომ სახეზე დამატენიანებელი კრემი ნოტიო კანზე უნდა გადავისვა. ანუ დაბანის შემდეგ კანი კარგად არ უნდა გავიმშრალო და კრემი ისე წავისვა. რას მეტყვით, სწორი მოსაზრებაა?

პასუხი: დაბანის შემდეგ სახის პირსახოცით გამშრალება კანს აღიზიანებს. წაისვით სახის კრემი ნოტიო კანზე, ამგვარად, კრემი უფრო კარგად შეიწოვება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა