რჩევები

ხილის ნიღბები სახის კანისთვის აუცილებელი და შეუცვლელია

№5

ავტორი: ანი რევია 18:18

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

არ არის აუცილებელი ასეულობით ლარი ძვირად ღირებულ დამატენიანებელ კრემებსა და ლოსიონებში დახარჯოთ. შეგიძლიათ, სახლის პირობებში ხილისგან მარტივად მოამზადოთ სახის კანის მოსავლელი ჯადოსნური საშუალებები. იაფს რომ თავი დავანებოთ, ხილის მოქმედება სახის კანისთვის გაცილებით ეფექტურია და ამას პირველივე პროცედურის გაკეთებაზე შეამჩნევთ.

ნიღბები კვირაში, მინიმუმ, ორჯერ მაინც უნდა გაიკეთოთ, რომ ეფექტი მიიღოთ.

გთავაზობთ იმ ხილის ჩამონათვალს, რომლებიც კანის მოვლისთვის ძალიან ეფექტური, სასარგებლო და აუცილებელია.

ვაშლი – კანს სიგლუვესა და ბრწყინვალებას ანიჭებს. ვაშლი არა მხოლოდ სახის ტონირებისა და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გამოიყენება, არამედ, ისეთი პრობლემების მოსაგვარებლად, როგორიც არის აკნე და ამისთვის ვაშლი საუკეთესო საშუალებაა. აბაზანის შემდეგ, სახე ვაშლისგან დამზადებული ერთი სადილის კოვზი ვაშლის ფაფით გაისუფთავეთ. ვაშლში ბევრია სასარგებლო მინერალური მარილები, რომელთაც ბაქტერიოციდული ზემოქმედების უნარი აქვთ. ამიტომ, ის რეკომენდებულია გაღიზიანებული კანის სამკურნალოდ. გახეხეთ ვაშლი წვრილ სახეხზე, შეურიეთ ერთი სადილის კოვზი ხაჭო და დაიდეთ გაღიზიანებულ კანზე. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ მინერალური წყლით და წაისვით ზეითუნის ზეთი.

ავოკადო – თუ კანის სიმშრალე გაწუხებთ, ამ პრობლემის მოსაგვარებლად ავოკადო განსაკუთრებული შესაძლებლობებით გამოირჩევა და საუკეთესო დამატენიანებელი საშუალებაა. მოამზადეთ ავოკადოს ფაფა, მიღებული მასა დაიტანეთ სახეზე და გაიჩერეთ, მაქსიმუმ, 2 წუთის განმავლობაში. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი კრემი.

ბანანი – საუკეთესოდ წმენდს კანს. ძალიან კარგ შედეგს იძლევა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მშრალი კანი აქვთ. მოამზადეთ ბანანის ფაფა და მიღებული მასა დაიტანეთ სახეზე. გაიჩერეთ არა უმეტეს 5 წუთისა, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი. უმჯობესია, ეს პროცედურა საღამოს საათებში ჩაიტაროთ.

ატამი – კანს საოცარ ელასტიკურობასა და სიმკვრივეს სძენს. ატამი ერთ-ერთი საუკეთესო მატონიზირებელი საშუალებაა. ამასთან, წმენდს კანს და ამკვრივებს სახის კუნთებს. ატამს მოაცილეთ კანი, გააკეთეთ ფაფა და წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 10 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ და კანის სიმკვრივეს მომენტალურად იგრძნობთ.

ლიმონი – კანს რეგენერაციისა და აღდგენის შესაძლებლობას აძლევს. გამოიყენეთ ლიმონის წვენი მატონიზებელ საშუალებად. თუმცა, კანზე 1 წუთზე მეტხანს ნუ გაიჩერებთ, რადგან შესაძლოა, ალერგია გამოიწვიოს და კანი გაწითლდეს. ჩამობანის შემდეგ, აუცილებლად წაისვით მკვებავი კრემი.

ანანასი – თუ კანის სიმშრალესა და მოშვებას უჩივით, ანანასი ამაში დაგეხმარებათ, რადგან, თქვენი კანისთვის ის საუკეთესო დამარბილებელი საშუალებაა. წმენდს, აშორებს მას მკვდარ და ზედმეტ უჯრედებს. წაისვით სახეზე ანანასის ნაჭერი შხაპის მიღებისას და აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ შედეგს აუცილებლად ნახავთ.

გოგრა – გოგრის ნიღბის მეშვეობით კანი გამოყოფს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც კანს ნაადრევი დაბერებისგან იცავენ. გოგრა კანის უჯრედებს განახლებაში ეხმარება. გააკეთეთ გოგრის ფაფა და დაიდეთ სახეზე, დაახლოებით, 10-15 წუთი. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და გადაისვით მკვებავი საშუალება.

ფორთოხალი – შესანიშნავი ბიომასტიმულირებელი საშუალებაა. კანს ნაზ და ხავერდოვან ელფერს აძლევს. აიღეთ ერთი კვერცხის გული და გათქვიფეთ 100 გრამ არაჟანთან ერთად, დაუმატეთ 1/4 სადილის კოვზი არაყი და ნახევარი ფორთოხლის წვენი. წაისვით სახეზე და ყელის არეში. შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით და წაისვით ზეთი ან მკვებავი.

გრეიპფრუტი – კანისთვის საჭირო უამრავ ფერმენტს შეიცავს. გამოწურეთ ერთი გრეიპფრუტი, შეურიეთ სამი სადილის კოვზი გადადუღებული ცივი წყალი და სახე ამ საშუალებით გაიწმინდეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი