ხაჭოსა და თაფლის დიეტა
ავტორი: ანი რევია 11:00 14.07

ეს დიეტა კარგია, როცა გრძნობთ, რომ ორგანიზმი გამოფიტულია და იმუნიტეტის ამაღლებაა აცილებელი. ამ დიეტით ორგანიზმსაც განტვირთავთ და წონაშიც საგრძნობლად დაიკლებთ. შეგიძლიათ, მიირთვათ ნებისმიერი ბოსტნეული. უბრალოდ, მოერიდეთ ბანანსა და ტკბილ ხილს. სვით მინერალური წყალი და მწვანე ჩაი. რძის პროდუქტების შერჩევისას კი ყურადღება მიაქციეთ ცხიმიანობას – ის 3 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. გაითვალისწინეთ, რომ საკვების მიღების წინ აუცილებელია 1 ჭიქა გაზგასული, მინერალური წყლის დალევა. დიეტა შეგიძლიათ კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ დაიცვათ.
საუზმე: 125 გრამი ხაჭო, ერთი სადილის კოვზი თაფლი, უშაქრო ჩაი.
სადილი: ერთი ულუფა ბოსტნეულის წვნიანი და 1 ნაჭერი მოხარშული ქათმის ფილე.
სამხარი: 100 გრამი ხაჭო, 1 სადილის კოვზი თაფლი, ხილი.
ვახშამი: 1 ჭიქა იოგურტი, 1 სადილის კოვზი თაფლი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან