წონაში უსწრაფესად დასაკლები ხაჭოსა და კეფირის უსაფრთხო დიეტა
ავტორი: ანი რევია 11:00 12.06, 2023 წელი

კეფირისა და ხაჭოს დიეტა საკმაოდ ეფექტურია და ორგანიზმს არ ვნებს. პირიქით, იმუნურ სისტემას აჯანსაღებს და ორგანიზმში დაგროვილი შლაკები გამოაქვს. შეგიძლიათ, ეს დიეტა კვირაში 2-3 დღე დაიცვათ.
საუზმე: ერთი ჭიქა დაბალპროცენტიანი კეფირი, შავი პურის ორი ორცხობილა და ხაჭოში არეული დაჭრილი ოხრახუში.
სადილი: ერთი ულუფა ბოსტნეულის თბილი ბულიონი, კარტოფილის გარეშე ან 200 გრამი ბოსტნეულისა და მწვანილის სალათა. ერთი ჭიქა კეფირი.
სამხარი: 100 გრამი გახეხილი მწვანე ვაშლი და 200 გრამი კეფირი.
ვახშამი: ერთი ჭიქა კეფირი, 1 ჩაის კოვზი დარიჩინით, 150 გრამი უცხიმო ხაჭო, რომელშიც არეული იქნება ერთი ჩაის კოვზი თაფლი.
ძილის წინ: მიირთვით პატარა ნაჭერი ლიმონი, 5 წუთში კი პატარა ყლუპებად დააყოლეთ ერთი ჭიქა კეფირი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან