ხაჭოს დიეტა – 4 დღეში მინუს 3 კილო
ავტორი: ანი რევია 11:00 07.03, 2022 წელი

ხაჭო არაჩვეულებრივი პროდუქტია წონაში უსაფრთხოდ და სწრაფად დასაკლებად. მასში დიდი რაოდენობით სასარგებლო მიკროელემენტები და ფერმენტებია, რომლებიც ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს. ხაჭოში შემავალი კალციუმი კი ამაგრებს ძვლებს, ფრჩხილებს, კბილებს, თმა უფრო სქელი და მოცულობითი ხდება.
თუ ხაჭოს დიეტის დაცვას გადაწყვეტთ, გახსოვდეთ, რომ აუცილებელია ბევრი წყლის მიღება. ჰიდრობალანსი რომ დაცული იყოს, დღეში 2-3 ლიტრი წყალი უნდა დალიოთ.
დიეტის დროს უნდა მიიღოთ საშუალო ცხიმიანობის ხაჭო. ზედმეტად ცხიმიანი ხელს შეუშლის კალორიების დახარჯვას, დაბალი ცხიმიანობის კი – მნიშვნელოვანი საკვები დანამატების გარეშე დაგტოვებთ.
გთავაზობთ, ხაჭოს დიეტის 3 ვარიანტს:
პირველი ვარიანტი
500 გრამი ხაჭო და 500 მილილიტრი კეფირი შეურიეთ ერთმანეთს და გაყავით 5 ულუფად. მიირთვით დღის განმავლობაში. შუალედებში დალიეთ ბევრი წყალი, მწვანე ჩაი, კენკროვანი ხილის ნაყენი.
მეორე ვარიანტი
დღეში ხუთჯერ მიირთვით ასი გრამი ხაჭო თხილთან, ნიგოზთან, კენკროვან ხილთან ან თაფლთან ერთად.
მესამე ვარიანტი
დილით – შეგიძლიათ მიირთვათ შვრიის ფაფა, ერთი ნაჭერი მოხარშული უცხიმო ხორცი, ბოსტნეული, ჩაი, თაფლი.
სადილზე – ერთი ულუფა ხაჭო და ხრაშუნა შვრიის პური.
ვახშამი – ერთი ულუფა ხაჭო და ხილი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან