კანქვეშა ცხიმის მოსაშორებელი ნახშირწყლოვანი დიეტა
ავტორი: ანი რევია 10:00 07.02, 2021 წელი
როცა ადამიანი ჩვეულებრივი დიეტის მეშვეობით იკლებს წონაში, ძალიან ხშირად ცხიმი რჩება და წონა კუნთოვანი მასის შემცირების ხარჯზე მიდის. ეს ასუსტებს სხეულს და ანელებს ნივთიერებათა ცვლას. ნახშირწყლოვანი დიეტა ეფექტური მეთოდია არა მხოლოდ გასახდომად, არამედ კანქვეშა ცხიმის დაწვისა და სწორად დაკლებისთვის.
ამ დიეტის დროს ვარჯიშიც აუცილებელია, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება გახდომის ეს მეთოდი მაქსიმალურად ეფექტური. აირჩიეთ ნებისმიერი დატვირთვა: სირბილი, ველოსიპედით სეირნობა, აქტიური სიარული და სხვა. კარგია, თუ ამ დიეტას თვეში ერთხელ მიმართავთ. უნდა გამორიცხოთ ტკბილეული, ცომეული, რძის ცხიმიანი ნაწარმი – მხოლოდ უცხიმო ხაჭო, კეფირი, რძე.
პირველი დღე
საუზმე – 1 ულუფა წიწიბურა, 1 ჭიქა რძე.
სადილი – 1 ულუფა მოხარშული ბრინჯი, 1 ნაჭერი მოხარშული მჭლე ხორცი.
ვახშამი – 1 ცალი მოხარშული კვერცხი, ბარდისა და ბოსტნეულის სალათა.
მეორე დღე
საუზმე – 1 ულუფა მოხარშული წიწიბურა, 1 ჭიქა მწვანე ჩაი.
სადილი – 1 ულუფა მოხარშული ბრინჯი, 2 ნაჭერი მოხარშული თევზი.
ვახშამი – 100 გრამი ხაჭო და ხილის სალათა.
მესამე დღე
საუზმე – 2 ცალი მოხარშული კვერცხი, 1 ჭიქა რძე.
სადილი – 2 ნაჭერი მოხარშული მჭლე საქონლის ხორცი, მოხარშული ბრინჯი.
ვახშამი – 1 ჭიქა იოგურტი, ხილის სალათა.
მეოთხე დღე
საუზმე – მოხარშული წიწიბურა, 1 ჭიქა რძე.
სადილი – მოხარშული ბრინჯი, 2 მოხარშული კვერცხი, 1 ჭიქა იოგურტი.
ვახშამი – ბოსტნეულის სალათა, ხაჭოსთან ერთად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




