რჩევები

იმუნიტეტის გასაძლიერებელი 4-დღიანი დიეტა

№40

ავტორი: ანი რევია 11:00 10.10, 2022 წელი

დიეტა
დაკოპირებულია

ამ დიეტაში შემავალი პროდუქტები დაბალკალორიულია და იმავდროულად, ამდიდრებს ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებით, ვიტამინებით, მინერალებით. 4-დღიანი დიეტის დაცვის შემდეგ ორგანიზმის იმუნიტეტი ძლიერდება და წონაშიც იკლებთ. რეკომენდებულია, ეს დიეტა თვეში ერთხელ დაიცვათ.

პირველი დღე

საუზმე: 200 გრამი ორთქლზე მომზადებული ბროკოლი, 1 ჭიქა წყალში გახსნილი 1 ჩაის კოვზი თაფლი.

სადილი: 100 გრამი ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული, 1 ულუფა ქათმის ბულიონი.

ვახშამი: 100 გრამი ორთქლზე მომზადებული ბროკოლი, უშაქრო პიტნის ჩაი.

მეორე დღე

საუზმე: 1 თეფში ჰერკულესის ფაფა, 1 ჭიქა ანანასის წვენი.

სადილი: 150 გრამი ორთქლზე მომზადებული ბროკოლი, 1 ცალი ფორთოხალი.

ვახშამი: 200 გრამი ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული, 1 ჭიქა თაფლიანი წყალი.

მესამე დღე

საუზმე: 1 ჭიქა დაბალპროცენტიანი კეფირი.

სადილი: 200 გრამი ორთქლზე მომზადებული ბროკოლი, 1 ნაჭერი მოხარშული ქათმის ფილე, 1 ჭიქა ანანასის წვენი.

ვახშამი: 150 გრამი მოხარშული ძროხის მჭლე ხორცი, 1 ჭიქა წყალში გახსნილი 1 ჩაის კოვზი თაფლი.

მეოთხე დღე

საუზმე:1 მოხარშული კვერცხი, 1 ჭიქა თაფლიანი წყალი.

სადილი: 100 გრამი ორთქლზე მომზადებული ბროკოლი, 1 ულუფა ქათმის ბულიონი.

ვახშამი: 150 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, პიტნის ჩაი თაფლით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა