იმუნიტეტის ასამაღლებელი დიეტა
ავტორი: ანი რევია 11:00
ვირუსებისა და გაციების პერიოდი უპრობლემოდ რომ გადაიტანოთ, იმუნიტეტი უნდა აიმაღლოთ. ამისათვის კი კარგი იქნება, თუ რაციონს სასარგებლო პროდუქტებით გაამდიდრებთ. ამასთანავე, შემოდგომის ბოლო პერიოდში, სანამ ზამთარი დაიწყება, ყოველდღიურად უნდა მიიღოთ 100 გრამი ცილა და 30 გრამი ცხიმი. ეს უკანასკნელი თქვენს ფიგურას ზიანს არ მიაყენებს. შეგიძლიათ, ზეთი სალათებს მოასხათ. დღიური რაციონი უნდა შეიცავდეს შემდეგ პროდუქტებს: ხორცს, თევზს, ყველს ან ხაჭოს, ბურღულეულს, ხილს, ბოსტნეულს, პურს, ნაღებისა და მცენარეულ კარაქს.
ქვემოთ მოყვანილი დიეტა, საკმაოდ ეფექტურია, იმუნიტეტს ამაღლებს და იმავდროულად, წონაში კლებასაც იწვევს. ამ დიეტის დაცვა სასურველია სამ კვირაში ერთხელ.
იმუნიტეტის ასამაღლებლად დიეტის დაცვისას სასურველია, მოიმზადოთ 1 ჭიქა წყლის, 1 ლიმონის წვენისა და 1 სადილის კოვზი თაფლის ნაზავი და დილას და საღამოს დალიოთ. აგრეთვე, ძალიან სასარგებლოა ახალგამოწურული ხილისა და ბოსტნეულის წვენები.
პირველი დღე
საუზმე: 1 ჭიქა რძე და 100 გრამი ნიგოზი.
სადილი: 200 გრამი ბოსტნეულის სალათა, 200 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, შავი პურის ნაჭერი, 1 ჭიქა ხილის წვენი.
ვახშამი: ერბოკვერცხი, უცხიმო ყველი, ერთი ჭიქა რძე და რუხი პური.
მეორე დღე
საუზმე: რუხი პური, ერბოკვერცხი, უცხიმო ყველი, 1 ჭიქა რძე.
სადილი: მოხარშული ქათმის ხორცი, მწვანე ჩაი და ხილი.
ვახშამი: ბოსტნეულის წვნიანი.
მესამე დღე
საუზმე: 1 ჭიქა იოგურტი.
სადილი: მოხარშული ქათამის ხორცი, ბოსტნეულის სალათა, მწვანე ჩაი.
ვახშამი: მოხარშული კარტოფილი, რამდენიმე ლებანი ნიგოზი, 1 ცალი ფორთოხალი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





